პარლამენტში საარჩევნო სიის მიხედვით დავით საგანელიძის ადგილმონაცვლე ედიშერ თოლორაიაა, რომელიც ამჟამად ზუგდიდის გამგებელია.
„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, თოლორაია პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით გამგებელი საგანგებო განცხადებას ხვალ გააკეთებს.
პარლამენტის წევრობაზე უარის თქმის ოფიციალური მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. არაოფიციალური ინფორმაციით, მას სამ თვეში მაღალ თანამდებობაზე გადაყვანას ჰპირდებიან. შესაძლოა მომავალში ის საპარტნიორო ფონდში გადავიდეს ან რეგიონის გუბერნატორის პოსტი დაიკავოს.
ასევე ცნობილია, რომ თოლორაია ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. არსებული ინფორმაციით, გამგებელს საკუთარი გადაწყვეტილება ექსპრემიერთან შეთანხმებული აქვს.
შეგახსენებთ, უმრავლესობის დეპუტატი დავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდს უხელმძღვანელებს.
მასალის გამოყენების პირობები






