კოჟორიძე მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას და პროცესში საზოგადოების ფართო ჩართულობას მიესალმება.
„პროცესებში აქტიურად ჩართულ მოქალაქეზე დგას პოზიტიური ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა. სამწუხაროა როცა პოზიციები, რომლებიც ამა თუ იმ პარტიას გააჩნდა წინა წლებში შეიცვალა, მას შემდეგ რაც ესა თუ ის პარტია თუ პოლიტიკოსი უმრავლესობაში მოხვდა“- განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.
კოჟორიძე მამუკა კაციტაძის განცხადებას დაეთანხმა და აღნიშნა, რომ „საკმარისია, საშემოდგომო სესიამდე მოხდეს საკითხის საერთო საჯარო. საშემოდგომო სესიაზე ორი კენჭისყრა ჩავატაროთ – ანუ პრინციპებისა და მუხლობრივ დონეზე, ხოლო საგაზაფხულო სესიაზე (სადღაც თებერვალ-მარტში) დავასრულოთ საკონსტიტუციო ცვლილება. ამის შემდეგ კიდევშვიდი თვე იქნება დარჩენილი არჩევნებამდე და ეს დრო აბსოლუტურად საკმარისია, რომ ახალი სისტემა ადაპტირდეს რეალობასთან."
მასალის გამოყენების პირობები






