"ჩვენი პარლამენტი საბოლოოდ გამომეჭიაურდა და გამოვოლსკდა" - კუკავა
პოლიტიკა - 17:17, 23 Sep, 2015     1382

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა მოქმედ პრემიერს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ხელისუფლების მუშაობის სამი წლის თავზე მთავრობის მეთაური არც ერთხელ შეხვედრია ოპოზიციის წარმომადგენლებს.

„ღარიბაშვილს ოპოზიციასთან შეხვედრის ფორმატი არ ჰქონია, რა იყო ვირუსული დაავადება გვჭირს თუ სხვა ქვეყნის ჯაშუშები ვართ? როცა ამბობ და დეკლარირებული გაქვს, რომ აპირებ ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას ასეთი ქმედება არანორმალურია“ - განაცხადა კუკავამ.

მისი თქმით დღეს ხელისუფლებაში მყოფი პირები წლების წინ პარლამენტის კიბეებთან ითხოვდა საარჩევნო სისტემის ცვლილებას, დღეს კი ეს მოთხოვნა დაივიწყეს.

„ნუთუ შემთხვევით მაინც არ შემოივლიან აქ, რომ იგივე ხალხი იგივე მოთხოვნას აყენებს. ინტერესის საგანი რომ არ არის ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩვენი პარლამენტი საბოლოოდ გამომეჭიაურდა და გამოვოლსკდა. დაკარგა კავშირი ჩვენს საზოგადოებასთან“- აღნიშნა კუკავამ.

ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" ღია სხდომა მიმდინარეობს.

შეხვედრას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შექმნილი ინტერპარტიული ჯგუფის წევრები ესწრებიან.

ოპოზიციის შეხვედრას ადგილობრივთან ერთად, საერთაშორისო არამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42