"თქვენი ხელისუფლება ყველაფერს გვითმობდა გარდა საარჩევნო სისტემის შეცვლისა"- ბაჩუკი ქარდავა ენმ-ს
პოლიტიკა - 16:43, 23 Sep, 2015     1700
„ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების მოთხოვნას ხელისუფლებამ წაუყრუა და სირაქლემის პოზაშია.

ამის შესახებ „ედპ“-ს ლიდერმა პარლამენტში „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციის სხდომაზე განაცხადა.

„ხელისუფლება ოპოზიციის მოთხოვნის უგულველყოფით აცხადებს, რომ ყრუა, თუმცა საზოგადოებას, ამომრჩეველს, საერთაშორისო თანამეგობრობას ძალიან კარგად ესმის რა ხდება რეალურად ქვეყანაში“- განაცხადა მან.

ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, საქართველოს უახლეს ისტორიაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნა ყოველთვის აქტუალური იყო.

„როცა ხელისუფლების წინაშე დგებოდა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობის საკითხი, ვითხოვდით სისტემის ცვლილებას, მაშინაც და დღესაც ყველა კარგად ვხვდებოდით, რომ სისტემა არის ყველაზე მთავარი თემა, რომლის ცვლილების გარეშე ქვეყანაში შეუძლებელი გახდება თავისუფალი, კონკურენტული არჩევნების ჩატარება. მაშინაც ყველა პოლიტიკური ძალა ერთად ვცდილობდით ეს საკითხი ხელისუფლების წინაშე დამდგარიყო. ხელისუფლებებს მაშინაც ეძლეოდათ საშუალება სხვადასხვა თემებზე დავეკმაყოფილებინეთ თუმცა სისტემა მუდამ მოტოვებული იყო ბოლოსკენ“,- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

ქარდავას განცხადებით, დღს მოქმედი სისტემით 51 % იანი მხარდაჭერის მქონე პარტია ხელისუფლებას სხვადასხვა მეთოდით ინარჩუნებს.

„35-40 % -იანი პარტიაც იგივე წარმატებით მოახერხებს ხელისუფლების შენარჩუნებას როგორც 51 %- იანი პარტია. ხელისუფლება რომელიც გრძნობს არჩევნების მოახლოებასთან ერთად რეიტინგის სისუსტეს ყოველთვის ცდილობს შეინარჩუნოს ეს სისტემა. ეს არის ყველაზე მარტივი ფორმულა დარჩე ხელისუფლებაში“,- განაცხადა ედპ-ს ლიდერმა.

მისი თქმით, ოპოზიციის მიზანია ხელისუფლების წინაშე ერთადერთი საკითხი დადგეს და ეს უნდა იყოს მაჟიორიტარული სისტემის გაუქმება.

„ამ საკითხმა ხელისუფლება ჩიხში შეიყვანა. მიაყენა კედელთან, მას არ დარჩა კოზირები რომ ისაუბროს დაფინანსების ან რეკლამის თემაში დათმობებზე, გახსოვთ ლევან როგორ გვითმობდა თქვენი ხელისფლება ყველაფერს გარდა მთავარისა, სისტემის შეცვლას არ გვითმობდა“,- მამართა ქარდავამ სხდომაზე მყოფ ლევან თარხნიშვილს.

"ედპ-ს" განცხადებით საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ამ საკითხზე, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორსა და საზოგადოებას შორის უპრეცენდენტო კონსოლიდირებაა, მაგრამ ამის მიუხედავად ხელისუფლება მაინც არ აპირებს გაითვალისწინოს მინიმალური მოთხოვნები, რომელიც სამართლიანი არჩევნებისთვის არის საჭირო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42