„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ბათუმში სპეცოპერაციის დროს დაკავებული სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილის ძმის მითითებით გაათავისუფლეს.
მათი ინფორმაციით, ირაკლი ძინძიბაძე მას შემდეგ გამოუშვეს, რაც შსს-ში ბიძინა ადიკო ივანიშვილმა დარეკა.
"ირაკლი ძინძიბაძე და მისი მეგობრები ერთად იყვნენ დაკავებული და გადაყვანილი აჭარის მთავარ სამმართველოში, სადაც ბიძინა ივანიშვილის ძმამ ადიკო ივანიშვილმა დარეკა სამმართველოში და მისი ზარის შემდეგ ისინი გათავისუფლდნენ. მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს - ობიექტურად მოხდეს გამოძიება. აღნიშნული პირები მხილებულნი იქნენ ამ მძიმე დანაშაულში", - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რაულ თავართქილაძე.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბათუმის წყალზე სპეცოპერაციის დროს სამაშველო სამსახურის თანამშრომლები დააკავეს, მათ შორის სამსახურის უფროსი ირაკლი ძინძიბაძეც.
სამსახურის უფროსი ირაკლი ძინძიბაძე კი, აჭარის შინაგან საქმეთა სამმართველოში გადაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები






