შეხვედრას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შექმნილი ინტერპარტიული ჯგუფის წევრები ესწრებიან.
ოპოზიციის შეხვედრას ადგილობრივთან ერთად, საერთაშორისო არამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან.
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, მასშტაბურ კამპანიის შესახებ საუბრობენ.
მათი მთავარი მოთხოვნა მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება და 2016 წლისთვის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა.
კონსტიტუციური შესწორების ინიცირებისთვის საჭირო 200 000 ხელმოწერის შეგროვება 12 ოპოზიციურმა პარტიამ უკვე აქტიურად დაიწყო.
ინტერფრაქციული ჯგუფის წევრების განცხადებით, ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა საკუთარი პოზიცია ხელმოწერით დააფიქსიროს და ხმა მისცეს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას.
სხდომაზე გამოსვლისას „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ მხარდაჭერისთვის მადლობა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გადაუხადა.
„მადლობა პრეზიდენტის ადმინისტრაციას. ბედნიერი ვიქნები თუ ამ მადლობების ჩამონათვალში "ქართული ოცნებაც" მოხვდება“,- თქვა მან.
კაციტაძემ მადლობა გადაუხადა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს ვინც ამ პროცესებში ტექნიკურ დახმარებას უწევდა ოპოზიციას.
კაციტაძეს აქვს კითხვა, თუ არ ვარგა ეს კოდექსი მაშინ რატომ არ ცვლის მას ხელისუფლება 2016 წლისთვის და გადააქვს 2019 წლის არჩევნებისთვის?
მასალის გამოყენების პირობები






