„ნაციონალურ მოძრაობაში“ უარყოფითად აფასებენ კახეთის გუბერნატორის განცხადებას, სადაც ირაკლი შიოლაშვილი ამბობს, რომ კარდენახში მევენახემ ვაზი კი არ გაჩეხა, არამედ გასხლა.
როგორც პარტიის წევრი გიორგი ღვინიაშვილი ამბობს, გუბერნატორი ხალხს გვერდში დგომის ნაცვლად პოლიტიკურ ოპონირებას უწევს.
"ვენახის გაჩეხვა ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ვინ მიიყვანა ეს ხახლი აქამდე? გავიდეს გუბერნატორი და ხალხს გვერდზე დაუდგეს, ნახეთ რა დღეშია ხალხი, რა ხდება ქარხნებში. გუბერნატორი გვერდში დგომის ნაცვლად მათ პოლიტიკურ ოპონირებას უწევს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს ხელისუფლება ხალხზე არ ფიქრობს". - განაცხადა ღვინიაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში მევენახე გელა გრიშენკომ პროტესტის ნიშნად ვაზი გაჩეხა. ამის მიზეზი ჩასაბარებელი ყურძნის დაბალი ფასი აღმოჩნდა. მოგვიანებით ადგილზე გუბერნატორი ჩავიდა ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას. გუბერნატორი ამბობს, რომ რაც კარდენახში მოხდა, პოლიტიკური აქციაა.
მასალის გამოყენების პირობები






