ხუნდაძის კომიტეტი დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებას იწყებს
პოლიტიკა - 18:46, 22 Sep, 2015     915

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ქვეყნის დემოგრაფიული უსაფრთხოების დაცვისთვის კონცეფციას შეიმუშავებს. სამუშაო ჯგუფში ამ მიმართულებით მომუშავე ექსპერტები, სპეციალისტები და დემოგრაფები შედიან, რომლებიც კომიტეტთან ერთად დოკუმენტზე იმუშავებენ.

კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ქვეყანა დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას. „გაერომ ჯერ კიდევ 2010 წელს მოგვცა ინფორმაცია, რომ ქვეყანას მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირება დაახლოებით 30%-ით ემუქრება. წლების განმავლობაში ქვეყანაში შობადობა მნიშვნელოვნად იყო დაკლებული, ხოლო აბორტების რიცხვი - კატასტროფულად მომატებული“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. მისი თქმით, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კომიტეტმა შეიმუშავა გარკვეული ინიციატივები, რომელთა განხოციელების შედეგად შობადობის მატება და აბორტების რიცხვის მნიშვნელოვნად შემცირება შეინიშნება. თუმცა კომიტეტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ დადებითი დინამიკის მიუხედავად, ეს არ არის საკმარისი. „საკითხი უნდა იქნას სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი. ეს უნდა იყოს მულტისექტორული ჯგუფი, რათა ყველა მიმართულებით მოხდეს ჩართულობა. დღეს ჩვენ მოგიწვიეთ ქვეყანაში ამ მიმართულებით მომუშავე დემოგრაფები და ექსპერტები, რადგან მნიშვნელოვანია თქვენი შეფასება, თქვენი ხედვები“, - მიმართა სამუშაო ჯგუფის წევრებს დიმიტრი ხუნდაძემ.

დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კომიტეტმა სპეციალისტებთან ერთად შეიმუშაოს დოკუმენტი, რომელიც დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მტკიცებულებებზე იქნება დაფუძნებული. მისივე ინფორმაციით, დემოგრაფებს უკვე შემუშავებული აქვთ რამდენიმე კონცეფცია. „არსებობს რამდენიმე ვარიანტი, თუმცა დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევქმნათ ერთი შეჯერებული დოკუმენტი, რომელიც იქნება ერთი მძლავრი, ქმედითი დოკუმენტი და რომელიც რეალურად იქნება გამოყენებული“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42