ფაქტთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია განაცხადოს: მიმდინარე წლის 1 სექტემბერ სსგპ „ფოთისპორტის“ გავლით შემოვიდა ი/მ ელგუჯა ნოზაძის კუთვნილი ტვირთი 51964 კგ სოიოს შროტი. შემოსავლების სამსახურის რისკების პროფილის გათვალისწინებით, ტვირთი დაექვემდებარა ნიმუშის აღებასა და ლაბორატორიულ კვლევას ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის/გენმოდიფიცირებული პროდუქტის შემცველობაზე. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნული სოიოს შროტი წარმოადგენდა გენმოდიფიცირებულ პროდუქტს, რის შესახებაც ეცნობა იმპორტიორს. ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიღების შემდეგ იმპორტიორმა წარმოადგინა შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც დასტურდება აღნიშნულ სოიოს შროტში GMO TYPE 40-30-2/GEN CP4 -ის არსებობა, რაც ერთგვაროვანი პროდუქტის გენმოდიფიცირებულობაზე მიუთითებს. უნდა აღინიშნოს, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს თანმხლები დოკუმენტის (შესაბამისობის დეკლარაციის) წარმოდგენის ვალდებულებას პროდუქტის იმპორტისას, დადგენილი წესის დარღვევა (თანმხლები დოკუმენტის არქონა) – ითვალისწინებს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას5 000 ლარის ოდენობით და იმპორტიორის მიერ შეუსაბამობის აღმოფხვრის უზრუნველყოფას არაუგვიანეს 30 დღის ვადაში.
მასალის გამოყენების პირობები






