სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ ხულორდავა დაინიშნა
პოლიტიკა - 17:39, 22 Sep, 2015     2188

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის პირველ მოადგილედ თამარ ხულორდავა დაინიშნა. პირველი მოადგილე თანამშრომლებს დღეს მინისტრმა პირადად წარუდგინა და აღნიშნა, რომ თამარ ხულორდავას საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. იგი ბოლო წლებში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა და სისხლის სამართლის სისტემის რეფორმისა და კანონის უზენაესობის სფეროში ევროკავშირის პროექტებს კურირებდა.

„ევროკავშირისა და ჩვენი სურვილები სისტემის ევროსტანდარტებთან მიახლოების თვალსაზრისით, ერთმანეთს ემთხვევა. აქედან და ასევე, თამარის გამოცდილებიდან გამომდინარე, შევთავაზეთ მას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი მუშაობით ეფექტური ტემპებით გავაგრძელებთ ყველა პროექტის განხორციელებას და მივიყვანთ ბოლომდე“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში თამარ ხულორდავა კურირებას გაუწევს პრობაციის ეროვნულ სააგანეტოს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრს, სამედიცინო და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების მუშაობას. გარდა ამისა, მინისტრის პირველი მოადგილე საპარლამენტო მდივანიც იქნება.

„სასჯელაღსრულების სისტემა ჩემთვის უცხო არ არის. სამინისტროსთან ბოლო წლების განმავლობაში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მიმართულებით აქტიურად და მჭიდროდ ვთანამშრომლობდი. თუმცა ერთია, როცა რეფორმებზე გარედან საუბრობ, გაქვს კონკრეტული ხედვები და მოთხოვნები, მაგრამ მეორე და ძალიან მნიშვნელოვანია, როცა პირადად ახორციელებ და იღებ პასუხისმგებლობას შედეგებზე. პირველი მოადგილის თანამდებობა ჩემთვის გამოწვევა და ამავდროულად, დიდი პატივია. სრულად ვაცნობიერებ ჩემზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და მადლობელი ვარ ნდობის გამოცხადებისთვის. სამინისტროს გუნდთან თანამშრომლობით, მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ სამინისტროს ყველა დასახული გეგმა და დაწყებული რეფორმა ბოლომდე იქნას მიყვანილი“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

თამარ ხულორდავა პროფესიით იურისტია. მას დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. გარდა ამისა, განათლება მიღებული აქვს შვედეთსა და გერმანიაში.

სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა მას შემდეგ იყო ვაკანტური, რაც ყოფილი პირველი მოადგილე კახა კახიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად დაინიშნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42