80-იანი წლების შემდეგ სახელმწიფო სანიველირე ქსელის აღდგენა საჯარო რეესტრის ძალისხმევით დაიწყო
პოლიტიკა - 16:21, 22 Sep, 2015     973
80-იანი წლების შემდეგ ქვეყანაში პირველად ტარდება სამუშაოები სანიველირო ქსელის აღდგენა-განახლების მიმართულებით. პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე სააგენტომ სანიველირო ქსელის რეპერების მოკვლევის სამუშაოები განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში, სანიველირე ქსელის 2000-მდე წერტილის მოძიება და მათი მდგომარეობის შესწავლა განხორციელდა. მოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ რეპერებისა და მარკების დიდი ნაწილი განადგურებული ან დაზიანებულია. საჯარო რეესტრის პროექტიც სწორედ მის აღდგენას და გამართულ ფუნქციონირებას ისახავს მიზნად.

პროექტის მომდევნო ეტაპი სანიველირე ქსელის წერტილებისთვის ადგილების შერჩევას, ამ ადგილებზე გეოდეზიური მარკების დამაგრებას და უშუალოდ ქსელის მუშაობის აღდგენას მოიცავს. გეოდეზიური მარკების ადგილმდებარეობა გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმყოფილებდეს. მნიშვნელოვანია, რომ ისინი შედარებით დაცულ ადგილებში განთავსდეს და წლების განმავლობაში დაუზიანებლად შენარჩუნდეს. პროექტის მეორე ეტაპზე საჯარო რეესტრის სპეციალისტებს კონსულტაციებს შვედი ექსპერტებიც გაუწევენ.

სახელმწიფო სანიველირე ქსელი ქვეყნის ტერიტორიის სიმაღლეების ერთიან სისტემას წარმოადგენს. ეს სისტემა კი დედამიწის ტოპოგრაფიული გადაღებისა და საინჟინრო-გეოდეზიური სამუშაოების საფუძვლად გამოიყენება. სახელმწიფო სანიველირე ქსელი უზრუნველყოფს სამეცნიერო დარგების, დედამიწის ფორმისა და მისი ზედაპირის ვერტიკალური მოძრაობის შესწავლას.

ქვეყანაში ქსელის გამართული ფუნქიონირება მნიშვნელოვანია მშენებლობის პროექტირებისთვის, ჰიდროენერგეტიკული ამოცანების გადასაწყვეტად, კარტოგრაფიისა და გზათა ქსელის განვითარებისთვის, ქვეყნის ტერიტორიის ეკონომიკური შეფასებისთვის, აერონავიგაციისა და სახელმწიფო მნიშვნელობის სხვა დარგებისთვის.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად სანიველირე წერტილების აღნიშვნა ქართული გეოდეზიური მარკებით მოხდება. ამავე ნიშნებით ჩანაცვლდება ძველი მარკებიც, რომლებზეც საბჭოთა პერიოდის, რუსული წარწერებია განთავსებული. მარკების დამაგრების შემდეგ მათი კოორდინატების განსაზღვრა და სანიველირე ქსელის ელექტრონული კატალოგის მომზადებაც მოხდება.

სახელმწიფო სანიველირე ქსელი და მასზე დაფუძნებული სიმაღლური მოდელი საინჟინრო საქმიანობებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მეტი სიზუსტით განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამას გარდა, საქართველო სეისმურად აქტიური ზონაა, ტერიტორიის დიდი ნაწილი კი მთაგორიანია. სანიველირე ქსელის გამართული ფუნქციონირება დედამიწის ქერქის დინამიკის შესწავლისა და მონიტორინგისთვისაც აუცილებელია.

საქართველოს მასშტაბით სანიველირე ქსელის რეკონსტრუქციის პროექტის დასრულება 2016 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42