საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, არც პარლამენტის თავმჯდომარეს და არც სხვა თანამდებობის პირებს მოსამართლეების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები არ დაუგმიათ.
ამის შესახებ გიორგი პაპუაშვილმა სტრასბურგში იუსტიციის მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.
თუმცა პაპუაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ დეტალურ განმარტებას უსუფაშვილის და წულუკიანის განცხადებებზე არ გააკეთებს.
„იუსტიციის მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებზე კომენტარის გაკეთება არ ღირს. უარესი პრობლემა ის არის, რომ არც პარლამენტის თავმჯდომარეს, არც სხვა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს ერთხელაც არ დაუგმიათ ქმედებები მოსამართლეებისა და მათი ოჯახების წევრების მიმართ, არც სახლების ბლოკირება, ნივთების შეყრა სახლებში, მუქარებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების განცხადებები. დანარჩენზე, როგორც ვხედავ, უკვე პოლემიკაში შესვლას აზრი არ აქვს," - აცხადებს გიორგიმ პაპუაშვილი.
წულუკიანი პაპუაშვილს ურჩევს საკუთარი უწყების რეგლამენტს გადახედოს. როგორც იუსტიციის მინისტრი აცხადებს უგულავას საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში პროცედურული დარღვევებით მიმდინარეობდა.
რაც შეეხება დავით უსუფაშვილის განცხადებას, პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების სახლებთან გამართულ აქციებთან დაკავშირებით მიმართა მოსამართლეებს, რომ პატივი სცენ არზის გამოხატვის უფლებას, რასაც მოყვა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პასუხი.
მასალის გამოყენების პირობები






