„ჩვენ მზად ვიყავით, რომ წარმოგვედგინა საბანკო გარანტია 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რომ პარტნიორები ჩვენი წინადადების რეალურობაში დარწმუნებულიყვნენ. სამწუხაროდ ეს წინადადება არ განიხილეს შემდეგი გარემოების გამო აღმოჩნდა, რომ 2014 წელს მაესტროს ლოგო პარტნიორებისგან მალულად გადაუციათ სხვა კომპანიისთვის, ეს არის მამუკა ღლონტის კომპანია „tv მაესტრო“, ეს ერთი საეჭვო ფაქტი. მეორე, მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ვაყენებდით ამ წინადადებას მაკა ასათიანმა, რომელიც სტუდია მაესტროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრედიტორია, ვადაზე ადრე გამოითხოვა სასესხო დავალიანება“- განაცხადა ირაკლი კორძახიამ.
გიორგი გაჩეჩილაძის თქმით ის მაესტროს გაკოტრებას არ დაუშვებს:
"სისხლი და ხორცი მაქვს ჩაქცეული და ყველანაირად შევეწინააღმდეგები, რომ მაესტროს გაკოტრება არ დავუშვა. მე მინდა მაესტროში შესვლა მართვით, მე მინდა მაესტრო დავამსგავსო იმ ტელეკომპანიას, რისი ღირსიც არის დღეს ქართული საზოგადოება. "- განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






