ჩვენ გერმანელების მსგავსად ვიმოქმედებთ, ყველაფერი ომის გარეშე დასრულდება - ხიდაშელი
პოლიტიკა - 14:02, 22 Sep, 2015     1389
„საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ აფხაზი და ოსი ხალხის გული მოიგოს. ვფიქრობ, ჩემი ქვეყნის ყველა მთავრობის მიზანი ამ ტერიტორიების დაბრუნებაა. ჩვენ გერმანელების მსგავსად ვიმოქმედებთ, როცა ქვეყნის ნახევარი ნატოში გაწევრიანდა, მეორე ნახევარი კი საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ დარჩა. ამ ყველაფერს დიდი დრო სჭირდება, მაგრამ საბოლოოდ ომისა და შეიარაღებული დაპირისპირების გარეშე დასრულდება“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა BBC-ის გადაცემა „HARDtalk-ში სტუმრობისას. მისივე თქმით, არსებობს გამოცდილება და საქართველო მზადაა, ეს გამოწვევა მიიღოს.

„ჩვენ არასდროს ჩავერთვებით ომში აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“. საქართველოს ინიციატივით არასდროს ყოფილა ომი „სამხრეთ ოსეთისა“ თუ აფხაზეთის წინააღმდეგ. საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს დღევანდელი მთავრობის პოლიტიკა, ნათელია. პირველი - ეს არის სტრატეგიული მოთმინება, მეორე - ნდობის ამაღლება“,- განმარტა თინათინ ხიდაშელმა და რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ პოლიტიკურად არაკორექტულ და უკანონო ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება.

„რუსეთი ხელშეკრულებებს არამარტო აფორმებს ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან, 6000-კაციანი საოკუპაციო ჯარები ჰყავს განთავსებული ამ ტერიტორიაზე, რომლებიც თითქმის ყოველ დღე საქართველოს მოქალაქეებს იტაცებენ. გლეხს, რომელიც ტყეში სოკოს მოსაგროვებლად მიდის, რუსი ჯარისკაცები იტაცებენ. 24, 48 ან 72 საათის შემდეგ, იმის მიხედვით, თუ როგორ ხასიათზე იმყოფება რუსი სამხედრო, მათ უკან აბრუნებენ. რუსები განმარტავენ, რომ გლეხებს საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო აკავებენ და ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ. გარდა ამისა, რუსები ყოველდღიურად ახორციელებენ მცოცავ ანექსიას“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42