"დაღვინებული“ მოსამართლის სიცილიურ მაფიასაც კი შეშურდებოდა" - ახალაია უგულავას განაჩენს ეხმაურება
სოც.მედია - 13:49, 22 Sep, 2015     1421

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გიგი უგუგლავას საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

იგი „თბილსერვისის“ და რიყის გასხვისების საქმეზე უგულავას საქმის მოსამართლეს ლაშა ჩხიკვაძეს „ინკვიზიციურ“ მოსამართლეს უწოდებს.

„უკვე კარგა ხანია თვალნათლივ ვხედავ, რომ რაც საქართველოს არ გააჩნია ეს სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლოა, მაგრამ ხშირად გვესმის, რომ არიან გამონაკლისი მოსამართლეები. მე კი მინდა სწორედ ერთ ასეთ გამონაკლის მოსამართლეზე ფართო საზოგადეობას მივაწოდო ორიოდე სიტყვა უბრალოდ განსჯისთვის. ეს არის გიგი უგულავას განაჩენის ხელმომწერი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე. ეს ნამდვილად ერთ-ერთი იმ გამონაკლისთაგანია, რომელიც შუასაუკუნებრივი, ინკვიზიციური, შავრაზმელი მოსამართლეთაგან ერთ-ერთი უპირველესია.

ამის თქმის საშუალებას მე მაძლევს მის მიერ 2 წლის წინ ჩემს საქმეზე ქცევების ანალიზი. ვფიქრობ საინტერესო იქნება თუ შეგახსენებთ, რომ ეს არის სწორედ ის ადამიანი, რომელმაც უპირობოდ გაიზიარა ოფიციალური 6 “კანონიერი ქურდის” ჩვენებები, ადამიანების რომლებსაც ათეულობით დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, ისეთი, როგორიცაა ქურდობა, ყაჩაღობა, გამოძალვა და სხვა. მოსამართლე ჩხიკვაძემ სწორედ რომ „ქურდული სამყაროს“ წევრების მოსაზრებები მიიჩნია სარწმუნოდ და ჭეშმარიტებად, როდესაც მეორე მხარეს ნამდვილად შეუბღალავი რეპუტაციის ადამიანების პოზიციები იყო. ამ კონტექსტში კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ მაშინვე გაჩნდა კითხვა - როგორ მოხდა ქურდული სამყაროს და სასამართლოს ჰარმონიზაცია, როგორ მოხდა ის, რომ კანონიერმა ქურდებმა სწორედ მოსამართლე ჩხიკვაძეს მისცეს წერილობითი ჩვენებები და კულმინაცია პროცესისა - როგორ აქცია მოსამართლემ კანონიერი ქურდების სიტყვა კანონად?!

ამით მხოლოდ ერთ ჭეშმარიტებას მინდა გავუსვა ხაზი, როდესაც ვსაუბრობთ მოსამართლე ჩხიკვაძის განაჩენზე უგულავას მიმართ, გავითვალისწინოთ ის, რომ ჩხიკვაძე არის ადამიანი, რომელსაც არათუ მოსამართლის მორალური და ზნეობრივი კრიტერიუმის დაკმაყოფილება შეუძლია, არამედ ის შორს არის უბრალოდ კეთილსინდისიერი მოქალაქის პასუხისმგებლობის გრძნობისგანაც. ასეთი „დაღვინებული“ მოსამართლის სიცილიურ მაფიასაც კი შეშურდებოდა.

ერთი ფაქტორიც მნიშვნელოვანია, ამ კატეგორიის მოსამართლეები სახელისუფლებო ზეწოლად სწორედ იმას თვლიან, რაც მათ ყველაზე უფრო სიამოვნებთ და სჭირდებათ, პრინციპით - „ბინძური ხელი ბინძურ ხელს ბანს“.

საბოლოოდ კი თქვენთვის დამიტოვებია ერთი კითხვა, ადამიანი რომელიც ოფიციალური „კანონიერი ქურდის“ სიტყვას სასამართლო სიმტკიცით და დამაჯერებლობით ამყარებს, რა სახის განაჩენების გამოტანა შეუძლია, რა დოზის ფალსიფიკაციისა და უსამართლობის დამკვიდრებას არ შეუწყობს ხელს?

და რაც ყველაზე მთავარია ვისი სიტყვები, ცხოვრება და ქცევა აღმოჩნდა უფრო მისაღები და შესაბამისად სარწმუნო მოსამართლე ჩხიკვაძისთვის - ერთის მხრივ 6 "კანონიერი ქურდის" და მათი ამფსონების, თუ მეორეს მხრივ მაგალითად გიგი უგულავასი და მასთან ერთად უამრავი კეთილსინდისიერი მოქალაქის?“, - ნათქვამია ახალაიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42