პრემიერის, მთავრობის ეკონომიკური გუნდის და სებ-ის პრეზიდენტის შეხვედრას ექსპერტები აფასებენ. როგორც გია ხუხაშვილი ამბობს, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები არ უნდა გახარჯოს. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ქადაგიძის უწყებამ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა გადადგას.
"სავალუტო რეზერვების გამოყენება არ არის გამართლებული რადგან ამას შეიძლება შეეწიროს მთელი რეზერვი. რეზერვის გამოყენება მხოლოდ პანიკის შემთხვევაში უნდა ხდებოდეს. პრემიერი არ უნდა ელოდებოდეს, პრემიერი უნდა მოქმედებდეს, ჩვენ უნდა ველოდებოდეთ რას მოიმოქმედებს პრემიერი. პრემიერი არ არის ექსპერტი მასზეა პასუხისმგებლობა. მოლოდინი თუ გაგვიმართლდება კარგია, თუ არა და მას მოეთხოვება პასუხი“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მზადყოფნას გამოთქვამს საჭიროების შემთხვევაში სავალუტო რეზერვები გაიხარჯოს.
ამის შესახებ ქადაგიძემ გუშინ მთავრობის კანცელარიაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც ლარის კურსთან დაკავშირებით პრემიერის, მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები






