საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია ამ სამქეში ერთიანია. ოპოზიციური პარტიების მიერ 12 კაკაციანი საინიციატივო ჯგუფის წევრები პარლამენტმა გასულ კვირას დაარეგისტრირა. ჯგუფი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისათვის ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა.
ოპოზიციია დაწმუნებულია, რომ ამომრჩევლის დახმარებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება და დღეს მოქმედი მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება.
„დროა, დაყრუებულმა ხელისუფლებას ხალხის ხმა გავაგონოთ“,- განუცხადა „ნიუპოსტს“ ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.
„გასული კვირის ხუთშაბათს საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა განიხილა, გვინდა საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითვალისწინებს, ის პროპორტციული სისტემით უნდა ჩანაცვლდეს.
საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების ორი გზა არსებობს, ეს არის 76 დეპუტატის ხელმოწერით პროცედურის დაწყება ან 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერით.
ჩვენ დეპუტატებს მივმართეთ აღნიშნული ინიციატივისთვის ხელი მოეწერათ, სამწუხაროდ, პარლამენტში 59 - ზე მეტი დეპუტატი ვერ მოგროვდა, ვინც დღეს არსებული სისტემით უკმაყოფიულოა.
რადგან „ქართული ოცნება“ სრულიად გაემიჯნა ამ პროცესს, გადავწყვიტეთ მივმართოთ საკონსტიტუციო ცვლილების მეორე გზას - ხელმოწერების შეგროვებას. იქნებ საქართველოს ამომრჩევლის ხმა მაინც შევასმინოთ ამ ხელისუფლებას, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას გაურბის და კვლავ აპირებს მანდატების მოპარვით მომავალ პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას“,- განუცხადა მამუკა კაციტაძემ „ნიუპოსტს“.
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ 200 000 ხელმოწერის შეგროვებას 4 თვეზე ადრე მოახერხებენ.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ირაკლი ჩიქოვანი კი აცხადებს, რომ „სამხარეო პროპორციული სია, ადეკვატურად უზრუნველყოფს პარლამენტში რეგიონალურ წარმომადგენლობას იმ დოზით, რა დოზითაც ამ ადამიანებს, პოლიტიკურ ძალებს ამომრჩევლები მხარს უჭერენ“.
რაც შეეხება ხელმოწერების შეგროვების პროცესს, ჩიქოვანი ამბობს, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია.
„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე იქნას ინიციურებული აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები. როდესაც ხელისუფლება არ უსმენს არც ოპოზიციურ პარტიებს, არც არასამთავრობო სექტორს, იქნებ საკუთარ ხალხს მაინც მოუსმინის“,- განმარტა „ნიუპოსტთან“ საუბრისას პარლამენტის წევრმა.
ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებს „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით უკან დახევას არ აპირებენ.
„ხელისუფლება ხვდება, რომ გაუმჯობესებული საარჩევნო კანონმდებლკობის პირობებში უმრავლესობას ვერ შეინარჩუნებს, ამიტომაც ყოვლა ღონეს მიმართავს, რომ დრო გაწელოს და 2016 - ში არ განახორციერლოს ჩვენს მიერ მოთხოვნილი ცვლილებები. ძალიან უცნაური მოცემულობა შეიქმნა : საკოსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს, როგორც ხელისუფლება ასევე ოპოზიციაც. უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელსაც ჩვენ დღეს უარს გვეუბნება ამბობს, რომ მას მხოლოდ 2019 წელს განახორციელებს არა და საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას ჯერ კიდევ მაშინ მოითხოვდა, როცა ოპოზიციაში იყო“,- უთხრა "ნიუპოსტს" ედპ- ს ლიდერმა.
ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, დღეს ოპოზიცია ერთიანია.
„საგარეო, საშინაო, იდეოლოგიური, პროგრამული თუ სხვა განსხვავებების მიუხედავად, ოპოზიცია ერთიანდება ამ კონკრეტული საკითხის გარშემო, როგორიცაა საარჩევნო კანონმდებლობა. პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატაება და მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს ითხოვს. ამ საკითხის გარშემო ყველა პოლიტიკური პარტია ერთ პოზიციაზეა გარდა ხელისუფლებისა. პოლიტიკური პარტიების ერთობას ემატება მხარდაჭერა, რომელიც ამ საკითხს აქვს არასამთავრობო და საეტაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. პლუს ამას პრეზიდენტის მკაფიო პოზიცია. გიორგი მარგველაშვილი აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების კუთხით ჩატარებულ სამუშაოებში“,- აღნიშნა ქარდავამ.
მისი თქმით, თუ ხელისუფლების მხრიდან არ მოხდება საზოგადოების უმრავლესობის აზრის გათვალისწინება, 2016 წლის არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ქვეშ დადგება.
„ნიუპოსტი“ დაინტერესდა იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ოპოზიციის მიერ შეგროვებულ 200 000 ხელმოწერას უგულვებელყოფს შესაძლებელია თუ არა პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლოს.
„ყველა ხელისუფლებამ, რომელიც ჯიუტად იდგა თავის პოზიციაზე, მისი რეიტინგიდან გამომდინარე ხელისუფლების შენარჩუნებას საარჩევნი მანიპულირების გზით ცდილობდა ერთნაირად დაამთავრა. ასე მოხდა წინა და მაგის წინა ხელისუფლების შემთხვევაში, ანალოგიურს ვიწინასწარმეტყველებ „ქართულ ოცნებასაც“. თუ რა და როგორ მოხდება ამის პროგნოზი რთულია. ერთი რამ შემიძლია ძალიან მკაფიოდ ვთქვა, დემოკრატია ვერ მოიცლის, ჩვენ უკან დახევას და დაღლას არ ვაპირებთ, სხვა არჩევანი არ გვაქვს გარდა სამართლიანი არჩევნებისა ახლა არჩევანი ხელისუფლებაზეა“,- დასძინა ბაჩუკი ქარდავამ.
საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საუბრობენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილი საინიციატივო ჯგუფის წევრია.
„დღეს დილიდან ჩვენ დავიწყეთ პირველი სამუშაოები ხელმოწერების შეგროვებასთან დაკავშირებით. „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა რაიონული ორგანიზაცია აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში. დღეს საორგანიზაციო საკითხები მიმდინარეობს, ხვალიდან კი დაიწყება კარდაკარ სიარული“,- განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.
პარლამენტის წევრმა მართველ გუნდს შეახსენა, რომ 2012 წლის არჩევნებისას „ქართულ ოცნება“ ამომრჩეველს საარჩევნო სისტემის შეცვლას ჰპირდებოდა.
"„ქართულმა ოცნებამ“ ისევე როგორც სხვა დანაპირები, ხელისუფლებაში მოსვლის თანავე საარჩევნო სისტემის შეცვლაზე გაკეთებული განცხადებებიც დაივიწყა. როცა დღის წესრიგში საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი დადგა, ჩვენ მივმართეთ იმ პოლიტიკურ პარტიებს, "კოსსერვატორებსა" და "ეროვნულ ფორუმს" მხარი დაეჭირათ ინიციატივისთვის, შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ეს ადამიანები შედიოდნენ ძველი ფორმატის რვიანში, რომლებიც მოითხოვდნენ აღნიშნული სისტემის შეცვლას. მათ ახლა ოპოზიციიდან ხელისუფლებაში გადმოინაცვლეს და პოზიციაც შეიცვალეს“,- განაცხადა გოგორიშვილმა.
„ნიუპოსტი“ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს კახა კუკავასაც ესაუბრა. მისი თქმით, ხელმოწერების შეგროვება ხვალიდან დაიწყება.
„შესაბამისი ბლანკები პარლამენტმა გასული კვირის ბოლოს მოგვცა, ეს ბლანკები რეგიონებში იგზავნება. ხელმოწერების შეგროვება აქტიურად ხვალ დილიდან დაიწყება. ალბათ ათი დღის თავზე გვექნება შუალედური ინფორმაციები თუ რა ტემპით მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება“,- აღნიშნა კახა კუკავამ.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებული სოციალური და პოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, მოსახლეობა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.
„ჩენი და მოსახლეობის მოთხოვნაა, მაჟორიტარული სისტემის გაქუმება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა“,- დასძინა „ნიუპოტთან“ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






