"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის ინფორმაციით, ზოგიერთი პრორუსული მედიასაშუალება სახელმწიფოსგან ფინანსდება.
მისი თქმით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მალე გამოაქვეყნებს კვლევებს, სადაც იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ დგას პრორუსული მედიასაშუალებების უკან.
"ცხადია, განსაკუთრებით ბეჭდურ მედიასა და ინტერნეტში გამოჩნდა საინფორმაციო სააგენტოები, რომლებსაც პრორუსული ხაზი აქვთ, ეს არის საგანგაშო ტენდენცია. დამოუკიდებელ და დემოკრატიულ სახელმწიფოში ძალიან რთულია ასეთი ტიპის მედიასაშუალებებთან ბრძოლა, რადგან ასეთ მედიასაშუალებებს ვერ დახურავ. შესაბამისად, სხვა საშუალებები უნდა იქნას გამოყენებული მათ წინააღმდეგ. არ არის კარგი, რომ ზოგიერთი პრორუსული მედიასაშუალება დაფინანსებას სახელმწიფოსგან იღებს და ჩვენ ამის დამადასტურებელი რამდენიმე ინფორმაცია გაგვაჩნია. თუმცა ახლა კონკრეტიკაზე ვერ ვილაპარაკებ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს კვლევას, თუ ვინ დგას სხვადასხვა მედიასაშუალების უკან და განსაკუთრებით იმ მედიასაშუალებების, რომლებიც ინტერნეტშია განთავსებული. ზოგადად ის, რომ ასეთი ტენდენცია არის ქვეყანაში, ეს არის ფაქტი, და რა თქმა უნდა, ეს არის არასასურველი", - განაცხადა ეკა გიგაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






