„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, ხელისუფლებამ მედიასთან მიმართებაში ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა.
ამის შესახებ გვარამიამ „ქორთიარდ მარიოტში“ განაცხადა, სადაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს მედიაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას აწვდიან.
მისი თქმით, აუცილებელია აღნიშნულთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობამ და დიპლომატიურმა კორპუსმა თავისი სიტყვა თქვა.
„ხელისუფლებას მედიასთან მიმართებით გადაკვეთილი აქვს უკვე ყველა წითელი ხაზი და ეს არ არის მარტო რუსთავი 2. ეს არის სერიოზული ტემპით და დიდი ნაბიჯებით სიარული მედიის შეზღუდვისკენ, თან ძალიან მძიმე შეზღუდვისკენ, რაც გამოიწვევს იმას, რომ პლურალისტული გარემო ქვეყანაში მოისპობა და 2016 წლის არჩევნები როგორც არ უნდა ჩატარდეს პროცედურულად, თუ პარალელურად არ იქნა მედია პლურალიზმი, ეს გამოიწვევს იმას, რომ ეს არჩევნები არალეგიტიმურად იქნება ცნობილი“, - განაცხადა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






