რა მოხდა შატილში გადაცემის ჩაწერის დროს - "ჯაჯანიძის შოუ" სკანდალში ეხვევა
სოც.მედია - 14:11, 21 Sep, 2015     44713

„ფეისბუქის“ მომხმარებელი ნუკრი მჭედლიშვილი გადაცემა „სხვა რაკურსის“ შემოქმედებით ჯგუფს წმინდა ადგილების წაბილწვაში ადანაშაულებს.

17 სექტემბერს გასულ გადაცემასთან დაკავშირებით მჭედლიშვილი ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

„დიდი ტკივილი მიაყენა წლევანდელმა შატილობამ ხევსურეთსა და ხევსურებს. მიუხედავად იმისა, რომ მთას უკვე დიდი ხანია აღარ უკვირს ბარიდან მოსული სტუმრების მიერ სალოცავების წაბილწვა, წლევანდელ შატილობას, ტელეკომპანია იმედის გადაცემა სხვა რაკურსმა და მისმა წამყვანმა გია ჯაჯანიძემ ყოველგვარ ზღვარს გაადააბიჯეს. ის რაც ეკრანზე გამოჩნდა უკვე ძალიან დამთრგუველი იყო და რაც გადაცემაში არ მოხვდა მხოლოდ მისმა მონაწილეებმა იციან. როგორც ხევსურები ყვებიან, ჯგუფის წევერები, საჯაროდ, ისეთ უმსგავსობებს სჩადიოდნენ, რომ მთიელები ბავშებს არიდებდნენ, რომ ეს სიბინძურე არ დაენახათ. ესეც არ იკმარეს და ამის შემდეგ მათ გადათელეს წმინდა ადგილები: მუცოში, ლებაისკარსა და ანატორში. ამ ადამიანებმა შოუ ასპარეზობები მოაწყვეს ისეთ ადგილებში, სადაც ხევუსურები ხატის სამანს იქით არათუ ფეხს არ დგამენ გახედვა ერიდებათ.

მიუხედავად იმისა, რომ სანამ ხრიდოლის ჯგუფი შატილში ჩავიდოდა ხევსურებმა შეგვატყობინეს, თუ როგორ იქცეოდნენ ჯაჯანიძე და მისი გადაცემის მონაწილეები, რაც შემდეგ ეკრანზე ვიხილეთ ამას ვერც ჩვენ წარმოვიდგენდით და ვერც ხევსურები, თორემ შეიძლება გადაცემის გადაღების პროცესს ტრაგედია მოჰყოლოდა, იმიტომ, რომ მთიელი კაცი ვერავის აპატიებს წმინდა ადგილების წაბილწვას.

ისე მოხდა, რომ გადაცემის გასვლის დროს მე ვერ ვუყურე და მხოლოდ ხევსური ძმადნაფიცის ალუდა დაიაურისგან მოსული წერილის შემდეგ მომიწია მისი ნახვა. ღამის ორ საათზე მომწერა ტკივილით სავსე ეს წერილი ალუდამ::

„ნუკრი, როგორ ხარ ძმო? გია ჯაჯანიძის შოუს ვუყურე ახლა. ჩვენი წინაპრების ძველები ამტკივდა, ძმაო! ვიფიქრე ეს ტკივილი ვისთვის მიმეწერა და შენ გამახსენდი, იმიტომ რომ, ასე მგონია შენ ყველაზე მეტად გამიგებ.

საბრძოლო ხელოვნება და სიბინძურე ერთმანეთში იყო არეული! ან შავფაროსნებმა როგორ მიიღეს ამაში მონაწილეობა? სულში არ უდევთ ეტყობა ვაჟკაცობა, თორემ მაგას არ გააკეთებდნენ! სამასხარაოდ გამიხადეს წინაპრის სალოცავი! მაგ ადგილას კაცები ვერ შევდივართ და ამათ, გარყვნილ ხალხთან ერთად, შოუ-მასკარადი მოაწყვეს ჩვენს ჯვარში?! რა ვქნათ ნუკრო, როგორ გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო?! ხედავ, ხევსურეთშიც მოაღწია უმსგავსობამ! არ ვიცი სად უნდა ვეძებოთ გამოსავალი?! დღეს ისე მეტკინა ხევსურეთი როგორც არასდროს! არ ვიცი ამ ტკივილს რა დავარქვა ?! ასე მგონია იმამ შამილს არ გაუკეთებია ისეთი რამე რაც ამათ იკადრეს. სიბინძურე მიიწევს ჩემი მთებისკენ, ნუკრო, ტირილი მინდა და რას ვუშველი ტირილით?! რავ ქნათ ნუკრო როგორ დავიცვათ ხევსურეთი ამ სიბინძურიგან?! დაიზრდებიანღა კიდევ მგლის ლეკვები?!“

ასეთი წერილის შემდეგ როგორ არ ვნახავდი გადაცემას? მაგრამ ნახვის შემდეგ ჩემი ხევსური ძმადნაფიცის მსგავსად მეც თეთრად გავათენე ღამე და ალბათ, ასე თეთრად გაათენა, ბევრმა ხევსურმა ის ღამე. თეთრად გათენებული ღამის შემდეგ კი ქუჩაში გამოსულს ვინც კი იცოდა ჩემი საქმიანობის შესახებ მეკითხებოდა: ხრიდოლის ბიჭებიც ხომ არ მოანწილებდნენ ამ გარყვნილი ადამიანების მიერ მოწყობილ შოუში. ყველასთან ვიმართლე თავი და კიდევ ერთხელ ვიტყვი: ხრიდოლის ბიჭებს არანაირი შეხება არ ჰქონიათ ამ სამარცხვინო სანახაობასთან და ვერც ვერასოდეს, ვერანაირ შოუს, ვერ ვანაცვალებთ წინაპრის ნაფერებ წმინდა ადგილებს და საძვალეებს.

კიდევ მინდა მივმართო გია ჯაჯანიძეს და გადაცემის მონაწილეებს: თქვენი ცხოვრების წესი თქვენ და თქვენმა უფალმა იცით, ეგ ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ დაგვდეთ პატივი და ამის შემდეგ თქვენი ვნებების დემონსტრირება წმინდა ადგილების მიღმა მოახდინეთ?! იქ სადაც თქვენ ბილწსიტყვაობდით და ათასგვარ ხერხით ათახსიერებდით ერთმანეთს, იქ ხევსური კაცი მოწიწების გამო საერთოდ ვერ შედის! სადაც თქვენ სამასხარაო „საბრძოლო“ ასპარეზობა მოაწყვეთ, ხუცეს-ხევისბერი მთელი თვე წმინდობს რომ ღირსი გახდეს მაგ ადგილზე შესვლის! ათასწლეულები წმინდად შეინახა ჩვენმა წინაპარმა ეგ ადგილები თქვენკი რამდენიმედღეში წაგვიბილწეთ სალოცავები და მამა-პაპათა საძვალეები!“, - წერს მჭედლიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42