ჟურნალისტი ეკა მიშველაძე მიიჩნევს, რომ ქართულ მედიაში ბევრი უცნაური რამ ხდება.
ამის შესახებ მიშველაძემ „ქორთიარდ მარიოტში“ განაცხადა, სადაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს მედიაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას აწვდიან.
მან საკუთარი გადაცემის გარშემო არსებულ გაურკვევლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით ტელეკომპანიის ხელმძღვანელობისგან ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუღია.
„იმას რა ქართულ მედიაში ხდება უცნაურობის კასკადს დავარქმევდი. ვერაფრით ვიპოვე იმის ლოგიკური ახსნა, რაც ხდება თუნდაც ჩემთან დაკავშირებით. ვერ ავხსენი ეს სიჩუმე. ჩემი გადაცემის დახურვის თაობაზე ოფიციალურად ჩემთან დღემდე არავის უსაუბრია. მინდოდა შეხვედრა ტელეკომპანიის დირექტორთან. დამპირდა, რომ შევხვდებოდით. თუმცა, მას შემდეგ სამი კვირა გავიდა და არაფერი შეცვლილა. მაინტერესებს, როდემდე გაგრძელდება სირაქლემის პოზაში ყოფნა. ძალიან უცნაურად დაემთხვა დროში ერთმანეთს ჩემი და სხვა თოქშოუების დახურვა. ეს ყველაფერი კითხვებს აჩენს“, - აღნიშნა მიშველაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






