სტატისტიკის დეპარტამენტი მონაცემებს აყალბებს - ცისკარიშვილი
პოლიტიკა - 13:03, 21 Sep, 2015     1544
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილის თქმით, სტატისტიკის დეპარტამენტი მონაცემებს აყალბებს. უფრო კონკრეტულად კი, თვიდან-თვემდე დღგ-ს მონაცემების გაყალბებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ჯამური მონაცემების ფალსიფიცირებას ახდენს.

„მაშინ, როცა ოლიგარქი ივანიშვილი და მისი ოცნების მთავრობა პოლიტიკური ოპონენტის დაჭერითაა დაკავებული, ეკონომიკა კატასტროფულ ვარდნას განაგრძობს. საზოგადოებამ იცის თუ როგორ უფასურდება ეროვნული ვალუტა და ამას აქვს თავისი მიზეზები. მინდა ყურადღება გავამახვილო სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მონაცემების გაყალბებაზე. ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ისინი აყალბებდნენ თვიდან- თვემდე დღგ-ს მონაცემებს, რითაც ცდილობდნენ მთლიანი შიდა პროდუქტის ჯამური მონაცემის ფალსიფიკაციას, მაგრამ შემდეგი თვე უკვე ეწეოდა და ყველა თვეს ვერ გააყალბებდნენ, რადგან რეალური მონაცემეები უნდა დაწეოდა იმ ფალსიფიცირებულ ციფრებს. ამიტომ, ახლა გადავიდნენ სხვა მეთოდიკაზე, ინვესტიციად აფორმებენ იმპორტირებულ საქონელს. ანუ, ის რაც აქ არსებულმა კომპანიებმა იშოვეს ლარში და მოახდინეს ამ თანხის რეინვესტირება საკუთარ კაპიტალში, ეს ინვესტიციად გააფორმეს, რის შემდეგადაც ჩანს, რომ თითქოს ქვეყანაში ჯერ კიდევ შემოედინება ინვესტიცია. მაშინ ჩნდება კითხვა - რა ემართება ლარს და რატომ განიცდის დევალვაციას? პასუხი მარტივია, ეს არაა ინვესტიცია და ესაა ადგილობრივი კომპანიების რეკაპიტალიზაცია, ახალი აპარატურის შეძენა, რაც ბუნებრივია.

ამასთან, აღსანიშნავია შემდეგი ფაქტიც - მთავრობა გვიცხადებს თითქოს გვაქვს 2,5-3 პროცენტიანი ზარდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობა უნდა მდიდრდებოდეს 2-3 პროცენტით შარშანდელთან შედარებით. სინამდვილეში კი ჩვენ ვიცით, რომ პირიქით ხდება, რასაც ისევდაისევ ლარის დევალვაცია იწვევს“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42