"მინდა ყველას ვთხოვო, მათ შორის მოსამართლეებს პატივი სცენ ადამიანის უფლებას საკუთარი მოსაზრების გამოთქმაზე, თუ ადამიანს რამე აქვს სათქმელი, მათ ეს სეუძლიათ ქუჩაში გაოსვლითაც გამოხატონ. მე ასევე მივმართავ მოქალაქეებს, რომ პატივი სცენ სასამართლოს დამოუკიდებლობას და ჩვენი მოსაზრებები ისე გამოვთქვათ, რომ ხელი არ შევუშალოთ მართლმსაჯულების განხორციელებას. აქ რაიმე სერიოზულ პრობლემას ვერ ვხედავ. სასამართლოს თავმჯდომარე ვალდებულია, სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირება უზრუნველყოს, მაგრამ მოქალაქეებს ვერავინ წაართმევს უფლებას, მშვიდობიანად, კანონის ფარგლებში თავისი მოსაზრება გამოხატონ. შევეგუოთ იმას, რომ ხშირად, ჩვენი გადაწყვეტილებები ყველას მიერ მოწონებული არ იქნება და იქნება კრიტიკა. სასამართლოში ადამიანები იმიტომ არ მიდიან, რომ იქიდან ყველა ბედნიერები გამოვიდნენ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






