„წარსულში დიდი პრობლემები იყო, ნაციონალურ მოძრაობას თავად რომ მოეგვარებინა ეს პრობლემები და მართლმსაჯულება ყოფილიყო დამოუკიდებელი იმ დონით რა დონითაც დღესაა, პატიმრების უფლებაც დაცული ყოფილიყო და პოლიტიკური ჩარევაც ყოფილიყო ისე დაბალი როგორიც დღესაა, მაშინ ჩვენ საშუალება მოგვეცემოდა კიდევ უფრო წინ წაგვეწია ეს საქმე. ასე რომ თუ ენმ რაიმეს ანალიზს გააკეთებს, მე მათ ვურჩევდი უფრო დინამიკაში შეხედონ მოვლენებს და ძალიან ნათლად დაინახავენ, რომ პროგრესი სახეზეა. რაც შეეხება უკმაყოფილებას რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებებით, ეს გარდაუვალი ამბავია, ეს ასე არის და იქნება მუდმივად, თუ ჩვენ სახელმწიფოებრივ ცხოვრებას გავაგრძელებთ. თავისი ფორმით და პროცესით ეს არ იყო ყველაზე უფრო საამაყო ფურცელი ჩვენს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ჩვენ ყველა უნდა შევეგუოთ იმ ამბავს, რომ სანამ სასამართლოს განაჩენით არ არის ვინმე დამნაშავედ გამოცხადებული, მანამდე ადამიანი არის უდანაშაულო, რაც არ უნდა წარმოდგენები გვქონდეს ჩვენ მასზე, რაც არ უნდა მოგვწონდეს, ან არ მოგვწონდეს. წინასწარ პატიმრობას აქვს თავისი ვადები და ყველა მათ შორის პროკურატურა , პოლიცია, სასამართლო ორგანოები , უნდა ჩაეტიონ ამ ვადებში. ვერ გაგრძელდება ეს დაუსრულებლად. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი ახალი სტანდარტი ეს არის ნაბიჯი წინ. მე პირადად პრეტენზია იმაზე მაქვს რომ წელწადნახევარი არ უნდა გაგრძელებულიყო ეს საქმეები სასამართლოში და არა ის რომ სასამართლოებმა დაასრულეს და გადაწყვეტილებები მიიღეს. ვინ რას ცდილობდა ამ პროცესში ეს გარდაუვალი ამბავია, იმიტომ რომ სასამართლოში ორი მხარე ცდილობს დაამტკიცოს თავისი სიმართლე. ვისურვებდი, რომ ორივე მხარეს მეტი დამაჯერებლობა ქონდეს“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, თბილსერვისის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილ მერის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. გიგი უგულავას 9 წლიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა ამნისტირების შემდეგ საბოლოო პატიმრობად 4 წელი და 6 თვე შეეფარდა. გიგი უგულავა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 17 სექტემბერს რამდენიმე საათით გაათავისუფლეს. საკონსტიტუციო სასამართლომ 9თვიანი პატიმრობის მეორედ გამოყენება არაკონსტიტუციურად მიიჩნია.
მასალის გამოყენების პირობები






