პარლამენტის თავმჯდომარემ რეგიონული სემინარი გახსნა, რომლის მთავარ თემაა „პარლამენტარების როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების დანერგვის პროცესში”.
შეხვედრაზე მთავარი საკითხია ის, თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციებს.
დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველო რეკომენდაციებს კარგად ასრულებს და ამ მხრივ ის სამაგალითო ქვეყანაა.
„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ჭეშმარიტად იქცა დოკუმენტად, რომელმაც მე-20 საუკუნეში შეაჯამა ზოგადსაკაცობრიო ცივილიზაციური გამოცდილება იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს სახელმწიფოს მიერ, რათა დაცული იყოს ადამიანი და მისი უფლებები“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
სემინარს ესწრებიან უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლები. ასევე საერთაშორისო ექსპერტები.
იგეგმება იუსტიციის მინისტრის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლაც.
მასალის გამოყენების პირობები






