მოვუწოდებ მოსამართლეს არ დააკანონოს თავისუფალი სიტყვის დევნა - წიკლაური
პოლიტიკა - 11:56, 21 Sep, 2015     1135
დღეს, ოზურგეთის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე დათო მჟავანაძისა და აქტივისტების - ილია მალაზონიასა და ბესო ქათამაძის სასამართლო პროცესი იმართება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნუგზარ წიკლაური მოსამართლეს მოუწოდებს არ დააკანონოს უსამართლობა და სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების დევნა.

„დაახლოებით 10 დღის წინ, როცა პრემიერი ღარიბაშვილი ოზურგეთში იმყოფებოდა, ეს ადამიანები დაიჭირეს, რადგან მათ თავისუფალი აზრი გამოხატეს და საცხოვრებელ სახლზე შემდეგი შინაარსის ბანერი გაშალეს - მატყუარა მთავრობა. მხოლოდ ამის გამო ნამდვილი კრიმინალური დრამა გათამაშდა - თითქოს ადგილობრივ პოლიციას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყვნენ და დააპატიმრეს. მჟავანაძე, მალაზონია და ქათამაძე მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც პრემიერმა ღარიბაშვილმა ოზურგეთი დატოვა.

სიტყვის თავისუფლების დევნამ რეგულარული სახე მიიღო საქართველოში, რაც ძალიან საგანგაშოა. მოვუწოდებთ მთავრობას იზრუნოს იმ პრობლემებზე, რაც მათი უნიათობის გამო ქვეყანაში შეიქმნა. ასევე, მინდა მოვუწოდო მოსამართლე სტურუას, რომელიც დღევანდელ საქმეს განიხილავს, არ დააკანონოს თავისუფალი სიტყვის დევნა და არ შეასრულოს იმ მთავრობის მითითება, რომელსაც დასასრულამდე თითზე ჩამოსათვლელი დრო აქვს დარჩენილი“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42