"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ისაუბრა იმ წინასაარჩევნო დაპირებების გაცემის მთავარ საფუძვლებზე-წამოეგოთ ხალხი და მოსულიყვნენ ხელისუფლებაში:
"მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება მე და ჩემი თანაგუნდელებიც, ვემსახურებოდით სახელმწიფოს და მის ინტერესებს. როდესაც დავინახეთ, რომ სააკაშვილს სხვა მიმართულებით მიჰყავდა ქვეყანა და გადაუხვია დემოკრატიის გზიდან, რაც უკვე 2007 წლის ბოლოდან გამოჩნდა თორემ, მანამდე აბსოლუტურად სწორად მიჰყავდათ ეს ქვეყანა და სწორი რეფორმები იყო ატარებული, დავუპირისპირდი და წავედი მის ოპოზიციაში. ამ ბრძოლოს დროს არსად არ იყო და არ ჩანდა ბიძინა ივანიშვილი, პირიქით, მაშინ ის აფინანსებდა სააკაშვილს. მან დაინახა სწორი დრო, როდის შემოსულიყო პოლიტიკაში. და ეს სწორი დრო შევუქმენით ჩვენ, ყველა იმ ადამიანმა, ვინც დაპირისპირებული ვიყავით საკაშვილთან. მან შეტანა ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი, რომ უსისხლოდ დამთავრდა ყველაფერი. იმის გამო, რომ სააკაშვილმა მთლიანად ჩაკეტა პოლიტიკური სივრცე, სწორედ ამან განაპირობა, ბიძინა ივანიშვილისნაირი ოდიოზური ფიგურა მოსულიყო პოლიტიკაში. ეს ისტორიას უნდა ჩაბარდეს, ოდიოზური ფიგურები საქართველოს აღარ სჭირდება. ჩვენ გვჭირდება ღია, გახსნილი, პროგრესული ადამიანები, ვინც არ შეუშინდება ოპოენეტების განსხვავებულ აზრს. და მათ არ ჩათვლის მტრებად. ბიძინა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების პრობლემა ისაა, რომ "ნაციონალები" გამოაცხადეს მოსისხლე მტრებად და მიდის მათზე ნადირობა. ივანიშვილი არ არის თვითკრიტიკული, მას ჰგონია ყველაფერი იცის დედამიწის ზურგზე, გამოსავალს ეძებენ პრობლემის სხვაზე გადაბრალების კუთხით.
ალასანიამ გადაცემაში ასევე ისაუბრა 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირებების რეალურ მხარეებზე, მისი თქმით, ის დაპირებები გათვლილი იყო მხოლოდ იმაზე, , კოალიცია მოსულიყო ხელისუფლებაში: "დაპირებები გათვლილი იყო მხოლოდ არჩევნების მოგებაზე. მაგრამ, მათ შეეძლოთ შეესრულებინათ გაცემული დაპირებების 50%-ი, რომ ეს სამი წელი არ დაკარგულიყო მხოლოდ გადაბრალებებში და ოპონენტების დევნაში და მთავრობა ყოფილიყო ეფექტური მენეჯერებით დაკომპლექტებული”-აღნიშნა ალასანიამ.
გადაცემა "მთავარი თემა" შეგიძლიათ ნახოთ "გურიის მოამბის"ვებგვერდზე www. guriismoambe.com
მასალის გამოყენების პირობები






