ალასანია: “აბსოლუტურად თავსებადი ღირებულებები გვაქვს პრეზიდენტთან “
პოლიტიკა - 14:30, 20 Sep, 2015     2054
“სიმპატიები გვაქვს მის მიმართ, მე ავირჩიე პრეზიდენტი, გვერდში ვედექი მას, რითიც შემეძლო, ჩემს პარტიასთან ერთად და დღეს ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მატარებელი ინსტიტუცია არის საპრეზიდენტო ინსტიტუტი”-“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი, ირაკლი ალასანია, გადაცემა ,,მთავარ თემაში” გიორგი მარგველაშვილის მისამართით ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკას ტრაგედიას უწოდებს და პრეზიდენტის მიმართ სიმპატიებს ღიად აფიქსირებს. ის, მარგველაშვილის ზომიერი გადაწყვეტილებების მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს, რაც საზოგადოების ნაკლებად პოლარიზებას ემსახურება: “სამწუხაროა, რომ დღევანდელი კონსტიტუცია, მემკვიდრეობით დატოვებული სააკაშვილისგან, არის ისე დაჩეხილი, რომ პრაქტიკულად ასეთი მაღალი ლეგიტიმაციის ინსტიტუტს არაპროპორციულად შეზღუდული უფლებები აქვს, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ეს არის მაღალი ნდობის მატარებელი ინსტიტუტი. მე ვენდობი მას. მისი გადაწყვეტილებები, მისი გამოსვლები არის ძალიან ზომიერი. შემკვრელი საზოგადოების. სწორედ იმიტომ მომწონს მე გიორგი, რომ ის ყველანაირად ცდილობს, თავი აარიდოს საზოგადოებაში შეიტანოს კიდევ უფრო მეტი პოლარიზება. ბუნებრივია, აქედან გამომდინარე, ჩვენ სიმპატიები გვაქვს მის მიმართ. ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის, როცა პრეზიდენტის წინააღმდეგ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ისმის კრიტიკა. მე არ ვიცი რა და როგორ იხარშება ამ ადამიანების გონებაში. ეს აზარალებს ქვეყნის იმიჯს. ვხედავ, რომ პერსპექტივაში ჩვენ აბსოლუტურად თავსებადი ღირებულებები გვაქვს პრეზიდენტთან და მის გუნდთანაც. ის, თავად მომხრეა მრავალპარტიულობის, არასამთავრობო სექტორის განვითარების და ეს თანამშრომლობა აუცილებლად გაგრძელდება. Aაბსოლუტურად სწორი გუმანით მიჰყავს მას საქმე, ამიტომაც არის ეს ურთიერთობა მყარი”-აღნიშნა ალასანიამ.

ავტორი: თეა იოსელიანი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42