ციხე თითქოს მესამე თვალს გიხსნის... მეორე ნაპირიდან უყურებ ცხოვრებას - უგულავა ციხის შესახებ
პოლიტიკა - 23:01, 19 Sep, 2015     1576
გიგი უგულავა პატიმრობაში გატარებულ 15 თვეს იხსენებს. თბილისის ყოფილმა მერმა ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებს მადლობა ტელეეთერით გადაუხადა.

"ამ ადამიანებს კარგად აქვთ გაცნობიერებული რასთან აქვთ საქმე, ჩემთვის ძლიან მძიმე იყო, საპატიმროს ექიმის გარდაცვალება",- ამბობს "არჩევანთან" საუბრისას გიგი უგულავა.
რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ პირობებს, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნები არანაირი პრივილეგიით არ სარგებლობენ.
"ვიღაცას თუ გონია, რომ ჩვენ ელიტარული პატიმრები ვიყავით, ძალიან ცდება. პირიქით, ჩემი სტატუუსი, ან თუნდაც ყოფილი პრემიერის სახელი, რომელიც იქვე იმყოფება ხშირ შემთხვევაში შემაფერხებელი გამხდარა. პირადად მე 14 თვის განმავლობაში არ მქონდა ტელევიზორი, იმის მიუხედავად რომ კარგად ვიქცეოდი მისი ყიდვის შესაძლებლობა არ მომეცა. ტელევიზირი ერთი თვის წინ მომიტანეს და ზუსტად ვიცი, რომ ესეც ივანიშვილთან შეთანხმდა. ამ გადაწყვეტილებაზე გამეცინა და მივხვდი, რომ ციხეში ჩამსვამენ და ტელევიზორი კომპენსაცია იყო",- განაცხადა თბილისისის ყოფილმა მერმა.
ყოფილი მერის შეფასებით, ციხე არის დიდი გამოცდილება, რომელსაც იქ მყოფი ადამიანი იღებს.

„ციხე თითქოს მესამე თვალს გიხსნის, მეორე ნაპირიდან უყურებ ცხოვრებას. ერთი სარკმელი აქვს ჩემს საკანს, მაგრამ საკმარისი სინათლე არაა, ჩემთვის კი კითხვა მთავარი საქმეა იქ. შემიგროვდა ჩემთვის საინტერესო ბიბლიოთეკა. ცხოვრებას იწყობ იქ, შენ უნდა გაათვითცნობიერო, რომ ეს შენი ახალი ცხოვრების წესია,“ - აცხადებს გიგი უგულავა.

ქალაქის ყოფილი მერი მისთვის პაემანის უფლების არქონაზეც საუბრობს.

„მეუბნებიან, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე უარს გეუბნებით პაემანის უფლებით სარგებლობაზე, ე.ი. გამოძიების ინტერესია მე შევხვდები თუ არა 5 წლის ბავშვს? გავიგე, რომ ეს სტანდარტული პასუხია, მაგრამ ეს პასუხი სამართლიანობის განცდის ინსტიქტებს ანგრევს,“ - ამბობს გიგი უგულავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42