საქართველოს ევროპულ პერსპექტივას სერიოზული ლაქა დაედო - ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი
პოლიტიკა - 20:24, 19 Sep, 2015     1956
ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ხელახლა დაპატიმრებას გამოეხმაურა. ჯოზეფ დოლი არშფოთებას გამოთქვამს უგულავას დაკავების გამო და აცხადებს, რომ სასამართლო პოლიტიკურად იყო მოტივირებული. მისივე განცხადებით, მომხდარმა საქართველოს ევროპულ პერსპექტივებს სერიოზული ლაქა დაადო.

“მე აღშფოთებული ვარ უგულავას გათავისუფლებიდან მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მისი ხელახლა დაპატიმრების გამო. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ორჯერ მიიღო გადაწყვეტილება უგულავას სასარგებლოდ, პირველად მას შემდეგ რაც იგი უკანონოდ გადააყენეს მერის პოსტიდან, და როდესაც იგი დატოვეს წინასწარ პატიმრობაში იმაზე მეტი ხნით ვიდრე ნებადართულია საქართველოს კონსტიტუციით. თუმცა საქართველოს მმართველ პარტიას და ბიძინა ივანიშვილს, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვთ ოპოზიციის ლიდერები ციხეში ამყოფონ. უგულავას წინააღმდეგ ერთ-ერთი პროცესის დაჩქარება აშკარად იყო პოლიტიკურად მოტივირებული, ატარებდა მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევის ძლიერ ნიშნებს, და მიზნად ისახავდა მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი სერიოზული ქართველი პოლიტიკური ფიგურის რაც შეიძლება მალე დაპატიმრებას.

ევროპის სახალხო პარტია მკაცრად გმობს ამგვარ პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესებს და შოკირებულია სასამართლოს მუშაობაში მთავრობის მუდმივი ჩარევის გამო. ივანიშვილის ჯგუფმა უნდა გაიგოს, რომ მართლმსაჯულების სისტემა არ არის მოედანი წესების გარეშე სათამაშოდ. მოსამართლეთა შანტაჟი, კანონების არაკეთილსინდისიერი ინტერპრეტაცია ოპოზიციონერთა დასაპატიმრებლად და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება არ ახასიათებს იმ საქართველოს, რომელთანაც ევროპას პარტნიორობა სურს.

საქართველოს ევროპულ პერსპექტივას სერიოზული ლაქა დაედო. ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობა ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში რთულ ფაზაში შედის, რასაც მოჰყვება შემდგომი შედეგები, სანამ უგულავა და სხვა პოლიტიკური პატიმრები სამართლიან სასამართლოს არ მიიღებენ,” - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ჯოზეფ დოლმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42