პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ საქართველოში შექმნილი მდგომარეობა საერთაშორისო საზოგადოებაში საგანგაშო სიგნალს გზავნის და ქვეყანაში სამართლებრივი სისტემა პოლიტკური ოპონენტების წინააღმდეგ შურისძიების იარაღად იქცა.
„შოკირებულნი ვართ თბილისის ყოფილი მერის ხელახლა დაპატიმრების და მისთვის ოთხწლიანი პატიმრობის მისჯის ამბით. ეს ამბავი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებიდან მხოლოდ ერთ დღეში მოხდა, როცა სასამართლომ უგულავას გაჭიანურებული წინასწარი პატიმრობა უკანონოდ და არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. გიგი უგულავას თავისუფლებამ და ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობის შესაძლებლობამ ერთი სრული დღე-ღამეც არ გასტანა. საქართველოში შექმნილი სიტუაცია საგანგაშო სიგნალს გვიგზავნის. გვსურს გავიხსენოთ რომ საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებისას, ევროპის პარლამენტმა გადაჭრით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას თავიდან აეცილებინა სისხლის სამართლის სისტემის პოლიტიკური შურისძიებისთვის გამოყენება. სამწუხაროდ ეს მაინც ხდება. შერჩევითი სამართლის მიმდინარე საქმეები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების შინაარსსა და სულისკვეთებას უხეშად არღვევს. საქართველოს მთავრობის აკვიატება გამოიყენონ შერჩევითი სამართალი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ზიანის მომტანია ქვეტნისათვის და მისი ევროპული პერსპექტივისთვის. ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ”- ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






