ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს წერილს უგზავნის, სადაც ის მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს მასპინძლობისთვის და საქართველოს მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
იენს სტოლტენბერგის წერილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცლებს.
"ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო გიორგი,
მსურს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში ჩემი ბოლო ვიზიტის დროს ჩემი და ჩემი დელეგაციის მასპინძლობის გამო; განსაკუთრებით კი, იმ გამორჩეული სადილისათვის, რომლითაც თქვენ გამიმასპინძლდით.
ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საუბარი NATO-საქართველოს ურთიერთობასა და რეგიონში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. მადლობელი ვარ შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონებში განვითარებული მოვლენების შესახებ თქვენ მიერ გაზიარებული მოსაზრებებისათვის. ასევე, მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა გვქონდა, ერთად ჩაგვეტარებინა „ერთობლივი სწავლების და შეფასების ცენტრის“ ინაუგურაცია, რომელიც NATO-საქათველოს არსებითი პაკეტის საკვანძო ელემენტს წარმოადგენს.
საქართველო რჩება NATO-ს მთავარ პარტნიორად, როგორც ჩვენი საერთო მიზნების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი და ალიანსის წევროპის ასპირანტი ქვეყანა.
მოუთმენლად ველი NATO-საქართველოს კომისიის ფარგლებში ჩვენი დილოგის გაგრძელებას",- აღნიშნულია წერილში.
მასალის გამოყენების პირობები






