კორუფციის ნიშნები განათლების სისტემაში? - რატომ მიდის ბიუჯეტის ფული კერძო კომპანიაში
პოლიტიკა - 15:49, 19 Sep, 2015     5834
რატომ გააუქმა განათლების სამინისტრომ იურიდიული მომსახურება, რომელსაც ბიუჯეტში 2 მილიონი ლარი შეჰქონდა, რატომ უთხრა უარი კერძო იურიდიულ კომპანიას, იმ მოტივით, რომ კონკრეტულ მომსახურებას განათლების რესურს-ცენტრის იურისტები განახორციელებდნენ, თუმცა ამ ფონზე უწყებამ შემოიყვანა ახალი კერძო ფირმა, რომელისთვისაც საჯარო სკოლებს მინიმალური გადასახადი 250 ლარი დაუდგინა. ვის ჯიბეში მიდის აღნიშნული ფირმის მიერ მოგების სახით მიღებული 2 მილიონი ლარი, რომელიც აქამდე ბიუჯეტში შედიოდა.

არის თუ არა განათლების სისტემაში კორუფციის ნიშნები და რას ამბობენ განათლებისა და სამართლის ექსპერტები.

როგორც წესი, საქართველოში ყველა საჯარო სკოლა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა სკოლას ავტონომია გააჩნია. განსაკუთრებით დიდი ავტონომია აქვს ფინანსების მართვაში - აქვთ თავიანთი ბიუჯეტი, ყველა სკოლის პედაგოგი და ადმინისტრაციის თანამშრომელი არის აყვანილი არა მინისტრი, არამედ დირექტორის მიერ, ეს უკანასკნელი სამეურვეო საბჭოსთან ერთად ამტკიცებს ბიუჯეტს და თავად დირექტორი უფორმებს პედაგოგებს ხელშეკრულებებს. თითოეული სკოლა ხელშეკრულებებისა თუ შესაბამისი დოკუმენტაციის მოსამზადებლად საჭიროებს იურისტს. 2010 წელს, შიდა აუდიტის მიერ იქნა გამოკვეთილი, რომ სკოლებში ყველაზე მეტი დარღვევა იკვეთებოდა არასწორად გაფორმებულ ხელშეკრულებებსა და კონტრაქტებში, რაც ქმნიდა კორუფციის საშიშროებას. განათლების სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება და 2011 წელს განათლების ხარისხის მართვის ცენრტში, რომელიც სამინისტროს ერთ-ერთი სტრუქტურაა, შეიქმნა იურისტთა ჯგუფი. 2011 წელს გამოცხადდა კონკურსი, შეირჩა 60 იურისტი, რომელიც საქართველოს მასშტაბით, 2200 სკოლაზე გადანაწილდა.

,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, 2013 წლის იანვარში, განათლების მაშინდელი მინისტრის მოადგილემ თამარ სანიკიძემ დაიბარა აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლები და განუცხადა, რომ სახელმწიფოს ისინი აღარ სჭირდებოდა. 65 იურისტი დათხოვილი იქნა სამსახურიდან.

2013 წელსვე დათხოვილი 65 იურისტის ინიციატივით, შეიქმნა იურიდიული სამსახური, რომლის მიზანიც იყო ასევე სკოლების მომსახურება. დაახლოებით 600 სკოლასთან გაფორმდა ხელშეკრულება. ერთწლიანი კონტრაქტის გასვლის შემდეგ, მათ სკოლის ხელმძღვანელობამ განუცხადა, რომ განათლების სამინისტროსგან არის ბრძანება, რომ მათთან კონტრაქტები აღარ გაფორმდეს. სანიკიძემ თავისი გადაწყვეტილება იმით გაამართლა, რომ განათლების რესურს ცენტრში იყვნენ იურისტები, რომლებიც მოემსახურებოდნენ სკოლებს ყველა საჭროების შემთხვევაში.

2015 წლის ზაფხულში, ჩნდება ფირმა - ,,საგანმანათლებლო-საკონსულტაციო ჯგუფი“, რომლის დირექტორიც არის თათია ზარქუა. აღნიშნულ ფირმა მუშაობდა და ჰყავდა დაახლოებით ათი სკოლა, რომელსაც ის ემსახურებოდა. ზაფხულში ადგილი აქვს ,,საგანმანათლებლო-საკონსულტაციო ჯგუფში“ წილების გადანაწილებას - ზარქუას რჩება ფირმის 30%, ხოლო 70% ფორმდება ვინმე ჯონი სამხარაძეზე, რომელიც არის განათლებით ექიმი. გადაფორმების შემდეგ, მეორე დღესვე ყველა სკოლა იღებს ბრძანებას, რომ გაფორმდეს აღნიშნულ ფირმასთან ხელშეკრულება, რომელსაც დაერქვა არა იურიდიული, არამდ ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რაც თავის მხრივ ნონსენსია გამომდინარე იქიდან, რომ სკოლას ჰყავს თავისი ადმინისრაცია და შესაბამისად, არ არსებობს საჭროება დამატებითი ადმინისტრაციის აყვანის. ყველა სკოლამ მიიღო ბრძანება, რომ ფირმასთან უნდა გაფორმებულიყო მინიმუმ 250 ლარიანი ხელშეკრულება. როგორც აღმოჩნდა, ბატონი სამხარაძე არის განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის, გენინსპექციის უფროსის, ქოჩიაშვილის ქვისლი.

ჩვენი იფორმაციით, სწორედ გენინსპეცქია იძლეოდა ინსტრუქციებს, რომ ყველა სკოლასთან გაფორმებულიყო ხელშეკრულება.

როგორც ცნობილია ერთი მოსწავლის განათლება სახელმწიფო ბიუჯეტს 300 ლარი უჯდება. ეს არის მცირე დაფინანსება, რომელის სკოლას ელემენტარულ საჭიროებას ვერ უფარავს, ამის მიუხედავად საჯარო სკოლის დირექტორი მოსწავლის ვაუჩერის თანხას კერძო კომპანიას უნაწილებს.

,,ნიუპოსტი“ გიორგი გაბელიას ესაუბრა, რომელიც იმ იურისტთაგანია, ვინც თავის დროზე განათლების სამინისტროს ფარგლებში, შემდეგ კი კერძო კომპანიის მეშვეობით უწევდა საჯარო სკოლებს იურიდიულ მომსახურებას.

,,2012 წლის დეკემბრის თვეში ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, რეორგანიზაციის საფუძვლთ, გააუქმეს აღნიშნული სამსახური, სადაც დასაქმებული გახლდათ 65 ადამიანი, რომელიც შესაბამისად ანაზღაურებას იღებდა. ახალი წლის წინა დღეებში დავრჩით გარეთ. იმის გამო, რომ საჯარო სკოლებიდან ძალიან დიდი მოთხოვნა იყო იურიდიული მომსახურების კუთხით, ჩვენ გადავინაცვლეთ კერძო სექტორში, ანუ ჩამოყალიბდა შპს რომელმაც მაქსიმალურად მოახერხა აღნიშნული კადრების შენარჩუნება და უკვე კერძო სექტორიდან დავიწყეთ ჩვენი საქმიანობის განხორციელება, რომელიც გაგრძლედა ერთი წლის განმავლობაში და უკვე 2014 წლის იანვრიდან, იმ მიზეზით, რომ სამინისტრომ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებში დაუშვა იურისტის საშტატო ერთეული და მას დაევალა აღნიშნული საქმიანობის განხორციელება სკოლებსი, ამ მოტივით საჯარო სკოლებმა ჩვენს შპს-სთან აღარ გააგრძელეს ხელშეკრულებები“ - აცხადებს გაბელია.

გიორგი გაბელია ამბობს, კერძო კომპანიის ფარგლებში ისინი ემსახურბოდნენ დაახლოებით 600 საჯარო სკოლას. განათლების ექსპერტი ვარაუდობს, რომ ,, სამინისტროს მიერ დაშვებული საშტატო ერთეულით წარმოუდგენელია საჯარო სკოლების მომსახურება, მაგალითისთვის გეტყვით, რომ ისან-სამგორის რაიონში არის 50-52 საჯარო სკოლა და ერთი ადამიანი ვერ მიაწვდის იმ ხარისხით იურდიულ მომსახურებას, როგორც ეს საჭიროა, უბრალოდ შეუძლებელია. იქ არსებობს ინდივიდუალური პრობლემატიკა, ადგილზეა გასაცნობი დოკუმენტაცია, რაც სკოლაში ტრიალებს. სახელმწიფომ დასვა იქ იურისტი, რომლის ფუნქციაც იყო აღნიშნული საქმიანობის განხორციელება. ჩემი კითხვაც ამაში მდგომარეობს, რომ თუკი ჩვენ საჯარო სკოლებმა ამ მოტივით გვითხრეს ჩვენ უარი, მაშინ რატომ შევიდა ამ ბაზარზე რამდენიმე თვის წინ შექმნილი შპს და რატომ გაუფორმეს საჯარო სკოლებმა თავისუფლად ხელშეკრულებები“ - განახადა ,,ნიუპოსტთან“ გიორგი გაბელიამ.

რაც შეეხება ფინანსური ანაზღაურების ოდენობას, მისი თქმით, ეს იყო დამოკიდებული საჯარო სკოლებში მოსწავლეების რაოდენობაზე. 200 მოსწავლემდე იყო 100 ლარი, 200-დან 400 ბავშვამდე იყო 150 ლარი, ხოლო 400-ზე ზემოთ - 200 ლარი.

აღნიშნული საჯარო სკოლის დირექტორები, რომლებსაც ,,საგანმანათლებლო-საკონსულტაციო ჯგუფთან“ ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ,,ბიზნესკურიერთან“ სატელეფონო საუბარში უარყოფენ მსგავი ხელშეკრულების გაფორმებას, თუმცა ,,ნიუპოსტის“ ხელთ არსებული დოკუმენტი საპირისპიროს მეტყველებს.

,,ეს არის სახელმიწფო რეკეტი“ - აცხადებს ,,ნიუპოსტთან“ განათლების ყოფილი მინისტრი. ,,შექმნეს კომპანია და ეუბნებია, რომ მხოლოდ მათთან გექნებათ ხელშეკრულება. ეს არ არის ღია ბაზრის პრინციპი, ამას ჰქვია პირდაპირი რეკეტი“ - ამბობს დიმიტრი შაშკინი. მისი თქმით, 2011 წელს განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და განათლების ხარისხის მართვის ცენრტში, რომელიც სამინისტროს ერთ-ერთი სტრუქტურაა, შეიქმნა იურისტთა ჯგუფი. ,,მანამდე, 2200 სკოლიდან დაახლოებით 100 სკოლას ჰყავდა იურისტი. სხვა დანარჩენი სკოლებისთვის ეს მომსახურება არ არსებობდა, რის მიზეზადაც სახელდებოდა ფინანსების ნაკლებობა და ადამიანური რესურსი - პროფესიონალი იურისტების არასაკმარისი რაოდენობა. 2011 წელს გამოცხადდა კონკურსი, შეირჩა 60 იურისტი, მოხდა მათი გადამზადება, რის შემდეგაც 2200 სკოლა 60 იურისტს შორის გადანაწილდა. 2011 წლის ზაფხულიდან 2012 წლის დეკემბრის მონაცემებით, აღნიშნულ სამსახურის მიერ სახემწიფო ბიუჯეტში შევიდა 2 მილიონი ლარი. ეს იყო მოგება, რითაც სახელმწიფომ სარგებელი ნახა“ - ამბობს დიმიტრი შაშკინი.

საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ სამართლის ექსპერტები. ,,საჯარო სკოლებს აქვთ სპეციალური შესყიდვების მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული მომსახურების შესყიდვას. ვერავინ ვერ ხსნის რას ითვალისწინებს აღნიშნული ადმინისტრაციული შესყიდვა. თუკი სკოლას ჰყავს ადმინისტრატორი დირექტორის სახით, რომელსაც კანონით ევალება სკოლის ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელება და მას ამაში სახელმწიფო უხდის ბიუჯეტიდან თანახას, მაშინ რაღა საჭიროა იგივე ფუნქციებისთვის კერძო კომპაინის დაქირავება. ეს ერთი საკითხი, რაზეც არსებობს ეჭვი, რომ სკოლების მიერ ხდება იურიდიული კონსულტაციების შესყიდვა კერძო კომპანიებისაგან, უბრალოდ ამას აფორმებენ, როგორც ადმინისტრაციულ მომსახურებას. ეს არის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა, რადგან სკოლას თუ სჭირდება იურიდიული მომსახურება თავისი საქმიანობის სფეროში, ერთი რომ თავად შეუძლია მას, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, დააკონტრაქტორს და სახელმწიმფოს ბიუჯეტიდან მუდმივ თანამშრომელს გადაუხადოს და ამასთან, არსებობს განათლების სამინისტროს ტერიტორიული რესურს-ცენტრები, რომელთა პირდაპირი ვალდებულებაა სკოლების მეთვალყურეობა და ამის ქვეშ ასევე მოიაზრება სკოლების მიერ კანონმდებლობის შესრულების ზედამხედველობა, რაც თავის მხრივ გულისხმობს იურიდიულ კონსულტაციას“ - აცხადებს ირაკლი კობიძე. სამართლის ექსპერტი ამბობს, რომ ეს არის სამართლებრივი ნონსენსი.

,,ეს იგივეა პოლიციამ რომ დაიქირავოს კერძო კომპანიიდან გამომძიებელი. ცხადია, ნონსენსია. რისთვის არსებობს დირექტორი, რომელიც ბიუჯეტიდან მიღებული თანხების ხარჯზე განახორციელოს ადმინისტრაციული ფუნქციები, მაშინ რაღაზე იხდის დამატებით საბიუჯეტო ხარჯებს გარედან ადმინისტაციული კონსულტაციისა თუ რაღაც გაუგებარი მომსახურების სანაცვლოდ. მეორე მხრიდან თუ შევხედავთ ამ მოვლენას, გარკვეული ინტერესების გამო სკოლები ქირაობენ ერთ კონკრტულ იურიდიულ ფირმას, ე.წ. იურდიული მომსახურების მისაღებად, და ამას აფორმებენ, ძალიან რომ არ იყვიროს, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად. თუმცა ესეც დიდი დარღვევაა, რადგან როგორც აღვნიშნე იურისტები ჰყავს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებს, რომლებიც ისედაც ვალდებულნი არიან სახელწმიფოდან მიღებული საბიუჯეტო ანაზღაურების ხარჯზე, სკოლებს გაუწიონ საჭირო მომსახურება, მისცენ კვალიფიკაცია და სკოლას დაეხმარონ სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტაში“ - განაცხადა ირაკლი კობიძემ ,,ნიუპოსტთან“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42