"მადლობა არაჩვეულებრივი სადილის გამო..."- იენს სტოლტენბერგის წერილი ღარიბაშვილს
პოლიტიკა - 15:20, 19 Sep, 2015     1542
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილს უგზავნის.
წერილის შინაარსს პრემიერ-მინისტრის აპარატი ავრცელებს.

იენს სტოლტენბერგი საქართველოში განხორციელებულ ვიზიტზე საუბრობს და ირაკლი ღარიბაშვილს "არაჩვეულებრივი სადილისა" და "მთავრობის მიერ ჩატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის" მადლობას უხდის.

"ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი მოსაზრებების ურთიერთგაზიარების და იმ არაჩვეულებრივი სადილის გამო, რითაც თქვენ გამიმასპინძლდით ჩემი ბოლო ვიზიტის დროს.

მივესალმები თქვენი მთავრობის ურყევ მისწრაფებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ და ამ მიზნის მისაღწევად საჭირო ფართომასშტაბიანი რეფორმების ჩატარებას. მადლობელი ვარ წელს მთავრობის მიერ ჩატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაციის მოწოდების გამო, განსაკუთრებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში. მოკავშირეები და ნატო აგრძელებენ თქვენი მცდელობების მხარდაჭერას. ასევე, მოხარული ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ერთად ჩაგვეტარებინა „ერთობლივი სწავლების და შეფასების ცენტრის“ ინაუგურაცია, როგორც მთავარი ელემენტი, შარშან, უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს მნიშვნელოვანი პაკეტისა.

ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ თქვენი ხელმძღვანელობის დროს საქართველოს მიერ მიღწეული ყველა წარმატება და გისურვოთ წინსვლა მომავალ საქმიანობაშიც",- წერს ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42