თავი შეიკაონ აბსურდული განცხადებებისგან და ვიფიქროთ ფეხბურთის განვითარებაზე- კალაძე
პოლიტიკა - 13:18, 19 Sep, 2015     1608
ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლაზე ის ადამიანები საუბრობენ, ვინც ფეხბურთის ფედერაციაში სიჭინავა და ახლაკაცი მოიყვანა და დასვა.

როგორც "პირველი TV"-ის ეთერში გადაცემა „რვიანში“ ვიცე-პრემიერმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ქართული ფეხბურთი გაძლიერდეს და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება.

„თქვენ იცით, რომ არის შექმნილი ფეხბურთის განვითარების კომისია. ჩვენ არაერთხელ შევიკრიბეთ, ვიმსჯელეთ თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ ქართული ფეხბურთი განვითარდეს. ყველა კანდიდატს ვეთანხმები იმაში, რომ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე წარმოუდგენელია ფეხბურთის გაძლიერება, რადგან ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ დღეს. მნიშნელოვანია, რომ ჩვენ გავაძლიეროთ ეროვნული ჩემპიონატი, ბავშვთა ფეხბურთი, ამიტომ სახელმწიფოს ჩარევა აუციელებელია. ამაზე მე გავაკეთე განცხადება, რასაც ძალიან ცუდი ინტერპრეტაცია მისცეს. ამ ჩარევის გარეშე და ფინანსური დახმარების გარეშე, რთული იქნება ფეხბურთის განვითარება და იქიდან ამოყვანა სადაც არის“, - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, რა ფულს დახარჯავს სახელმწიფო, კალაძე აცხადებს, რომ ის თანხები, რასაც მუნიციპალიტეტები კლუბებზე გასცემენ ფეხბურთის განვითარების ფონდში უნდა მობილიზდეს და ყველა გუნდზე თანაბრად გადანაწილდეს.

„ვიცით დაახლოებით რა თანხები იხარჯება დღეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს თანხა უნდა მოვიდეს ფეხბურთის განვითარების ფონდში და გადანაწილდეს ყველა გუნდზე თანაბრად. კონკრეტულად იქნება გაწერილი თუ რა მიმართულებით უნდა იყოს დახარჯული“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლევან კობიაშვილს, კახა კალაძესთან მეგობრობის გამო ხელისუფლების მხარდაჭერა აქვს, კალაძე აცხადებს, რომ ეს ასე არ არის.

„ხშირად გარკვეული ძალები ამბობენ, რომ კობიაშვილი რადგან ჩემი მეგობარია ხელისუფლებიდან აქვს მხარდაჭერა. ის მართლა ჩემი მეგობარია, ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით და მეამაყება, რომ ასეთი ღირსეული ადამიანი ჩემი მეგობარია. ის სუფთა წარსულის მქონე და კარგი ადამიანია. როდესაც იქნა გაცხადებული, თუ ვინ იქნებოდნენ კანდიდატები, მე მაქსიმალურად ვიკავებ თავს კონკრეტულ კანდიდატებთან მიმართებაში დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. არჩევნების მერე ვისაუბრებ ამაზე, რადგან ახლა ზეწოლად არავინ ჩათვალოს. ჩევნ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავრჩეთ წარსშული, ბოლო წლების განმავლობაში ერთ წრეზე ვტრიალებთ, ერთი და იგივე ადამიანები, ეს ცუდია, ფეხბურთის განვითარება არის მთავარი“, - განაცხადა კალაძემ.

ვიცე-პრემიერის თქმით, იმაზე საუბარი, რომ სახელმწიფო კონკრეტულ პიროვნებებზე ზეწოლას ახორციელებს, იმ ადამიანებისგან ისმის, ვინც წარსულში ამას თავად აკეთებდა.

„საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო კონკრეტულ პიროვნებებზე ზეწოლას ახორციელებს, ჩვენ ამას ვისმენთ იმ ადამიანებისაგან ვინც გარკვეული წლების განმავლობაში ბატონი სიჭინავა მოგვიყვანა და დაგვისვა, ახალკაცი მოგვიყვანა და დაგვისვა და დღეს სახელმწიფოს ჩარევაზე საუბრობენ ის ადამიანები ვინც ჩუმად იყვნენ და ხმას ვერ იღებდნენ. ვთხოვ ყველას, თავი შეიკაონ ამ აბსურდული განცხადებებისგან და ვიფიქროთ ფეხბურთის განვითარებაზე“, - განაცხადა კალაძემ "პირველი TV"-ის ეთერში გადაცემა „რვიანში“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42