თავდაცვის მინისტრი ტყემალზე იჯდა? - ბურჭულაძე
პოლიტიკა - 13:04, 19 Sep, 2015     3457
,დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელი მუხრან ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. ბურჭულაძის თქმით, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა არის ის სიმდიდრე, რასაც რუსეთი ქვეყანას ედავება, ხოლო მოკავშირების მხარდაჭერის და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გარეშე ქვეყანა ვერ გადარჩება.
"თავდაცვის მინისტრი ტყემალზე იჯდა და ახლა გაიგო, რომ საქართველო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გარეშე განწირულია და მოკავშირეების მხარდაჭერის გარეშე ომი გარდაუვალია? ნუ გაგიკვირდებათ თუ არჩევნების მოახლოებისთანავე მთავრობა რიტორიკას შეცვლის და უმალ პატრიოტებად მოგვევლინებიან, მათ იციან რომ ქართველი ხალხის ნება ურყევია და განვითარება ჩვენი თავისუფლების გარანტია. ქართული სახელმწიფოს გეოპოლიტიკური ფუნქციაა ის ბუნებრივი სიმდიდრე რასაც რუსეთი გვედავება და რის შესანარჩუნებლადაც ყველაფერი უნდა ვიღონოთ. უკრაინა ვერ გადარჩებოდა უბრძოლველად, ამით ის უარს იტყოდა საკუთარ ინტერესებზე. განვითარების გზა ის საიდუმლოა, რომლის აღიარებასაც ახლა ბევრი მოჰყვება.
ჩვენი გადარჩენა ჩვენს ფასეულობებზეა დამოკიდებული, ჭეშმარიტი დემოკრატიის გარეშე კი საქართველოს მომავალი არ აქვს. დემოკრატიაა ჩვენი მთავარი იარაღი, ის ნატოსა და ევროკავშირის კარის ერთადერთი ასაღებია. ჩვენ საფუძველი უნდა ჩავუყაროთ ტოლერანტულ სახელმწიფოს და საზოგადოებას, უარი უნდა ვთქვათ შურისძიებაზე, რევანშსა და დაპირისპირებაზე. მომავალი მთავრობები აუცილებლად იქნება კოალიციური და პარლამენტი მრავალპარტიული, რადგან ერთპარტიულობა საბჭოთა სისტემის გადმონაშთია და მას თან სდევს ავტორიტარიზმის სიმახინჯეები. ჩვენ გვჭირდება კონსესუსზე ორიენტირებული მრავალპარტიული სისტემა და არა დაპირისპირებულ მხარეებად დაყოფილი ხელისუფლება. ჩვენ უნდა ვიდავოთ პარლამენტში ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის და არა პირადი ანგარიშსწორებისთვის. ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანამშრომლობა და არა კინკლაობა, რასაც მოქალაქეების კეთილდღეობა ეწირება. ქართული პარლამენტარიზმი უნდა იქცეს მაგალითად დემოკრატიული სამყაროსთვის და ჩვენ აუცილებლად ჩავუყრით საფუძველს ახალ სახელისუფლებო კულტურას ბოღმისა და რევანშის გარეშე,"- განაცხადა მუხრან ბურჭულაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42