როგორც გადაცემის ანონსიდან ჩანს, ყოფილი მერმა "არჩევანის" სტუდიაში ციხეში გატარებულ 14 თვეზე, სამომავლო პოლიტიკურ მომავალზე, თანაგუნდელებსა და ოპონენტებზე ისაუბრა.
გიგი უგულავა ასევე საუბრობს, როგორ აუკრძალა პროკურატურამ 5 წლის შვილთან შეხვედრა. დღეს საღამოს, 22:00 საათზე გაიგებთ, ვისთან ერთად უფიქრია საკანში ჩაჯდომა პატიმრობაში მყოფ უგულავას.
"დამანდვილებით ვიცი, რომ ივანიშვილი ზემოქმედებს სასამართლოზე",- ამბობს ერთი დღით გათავისუფლებული გიგი უგულავა, რომელმაც ჟურნალისისთვის ვრცელი ინტერვიუს მოცემა შეძლო.
რაც შეეხება საქმეებს, რომელსაც გამოძიება ედავება თბილისის ყოფილ მერს, უგულავა აცხადებს, რომ მის მიმართ ყველა კანონი დარღვეულია: "იმ საქმეებს, რომელიც ჩემთან დაკავშირებულია, რომ გადახედო, დინოზავრიცითაა გადავვლილი ყველა წესსა და კანონზე..."
ოპოზიციის პატიმარი ლიდერი დღეს პოლიტიკურ გეგმებზეც ისაუბრებს.
"ჩვენ ყველაფერს ნულიდან ვიწყებთ, აღარ აქვს მნიშვნელობა მე მერი ვიყავი, მიშა პრეზიდენტი იყო თუ... როგორც შენ ახლა გიყურებ ისე ვარ დარწმუნებული, რომ 2016 წელს, ივანიშვილი ხელისუფლებას ჩამოშორდება", - აღნიშნავს უგულავა და ყოფილ პრემიერზე ამბობს, რომ "ივანიშვილი ხელისუფლებაში ვარდისფერი სათვალეებით მოვიდა და თავის ჰერბარიუმის იქით რა ხდება არ იცის".
უგულავა მოქმედ პრემიერსაც აკრიტიკებს.
"გამოდის იბღინძება, ყველას აგინებს, რატომ კაცმა არ იცის",- ამბობს უგულავა.
რაც შეეხება უმრავლესობის დეპუტატების შეფასებას "ნაციონალური მოძრაობის" ლიდრი აცხადებს: "არამგონია, რომ ეგეთი სულელები იყვნენ... ეგ ნიშნავს რომ უტიფარია, არაინტერესებს"...
გიგი უგულავა დღეს ციხეში გატარებულ თვეებსაც გაიხსენებს. ანონსში უგულავა სამარტოვო საკანში ყოფნას იხსენებს და ამბობს, რომ "შეიძლება სიჩუმისგან ატროფია დაგემართოს".
ყოფილი მერისთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა მის მიმართ პროკურატურის გადაწყვეტილებებიც.
"გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, უარს გეუბნებით პაემნის უფლებით სარგებლობაზე... ესეიგი გამოძიების ინტერესია შევხვდები თუ არა ხუთი წლის ბავშვს?"- აცხადებს გიგი უგულავა.
სააკაშვილის უკრაინაში დაწყებულ ახალ საქმიანობაზე უგულავა ამბობს, რომ ყოფილი "პრეზიდენტი ფაქტიურად გააგდეს ქვეყნიდან, რაც სირცხვილია".
დღეს საღამოს მაყურებელი მოისმენს გიგი უგულავას შეფასებას რუსთავი 2- ის დაყადაღების საქმეზეც.
"ეს არის იცით რა, ადამიანს წაართვა ყველაზე საყვარელი სათამაშო... ადამიანი ამ სათამაშოს დაიბრუნებს",- აღნიშნავს უგულავა.
"რუსთავი 2" ის ეთერში გიგი უგულავა ამ და სხვა თემებზე დღეს 22:00 საათზე ისაუბრებს.
მასალის გამოყენების პირობები






