გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასიალაია, აცხადებს, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გუშინ გამოტანილი განაჩენი ბსოლუტურად უკანონოა.
მისი თქმით, მოსამართლემ გაიმეორა თამაზ მეჭიაურის, გია ვოლსკის და სხვა სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელთა განცხადებები.
"განაჩენი არის აბსოლუტურად უკანონო, მოსამართლემ გიგი უგულავას არ მისცა საბოლოო სიტყვის უფლება, ამ მოსამართლემ საქმეზე მთავრი მოწმე არ დაგვაკითხინა, ამ მოსამართლემ პროკურატურას მისცა წელიწადი და 8 თვე თავისი მტკიცებულებების გამოსაკვლევად, ხოლო დაცვის მხარეს არასრული ორ თვე ნახევარი. ამ მოსამართლემ შუაღამისას, სრული ფარსით მიიღო გადაწყვეტილება ერთი დღის გათავისუფლებული ადამიანის უკან, საპატიმროში შებრუნების თაობაზე. ეს არის მხოლოდ ამ მოსამართლის პრობლემა, საერთოდ არ არის ამ მოსამართლის შინაგანი გადაწყვეტილება, ეს არის ამ მოსამართლეზე ზეწოლის შედეგი. ეს მოსამართლე იყო მოწყვლადი, მასზე ზეწოლის განხორციელება არ წარმოადგენდა დიდ სირთულეს. ყველამ კარგად ვიცით რამდენიმე თვის წინ მომხდარ ინციდენტის თაობაზე, რომელშიც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა - გარდაიცვალა ადამიანი. ამ მოსამართლემ ერთი-ერთში გაიმეორა მეჭიაურის, ვოლსკის და სხვა სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელთა განცხადებები. სასამართლო პროცესზე იჯდებოდა მოსამრთლე ლაშა ჩხიკვაძე თუ ამ განაჩენს წაიკითხავდა გია ვოლსკი, რომელმაც 2 დღის წინ ზუსტად იგივეზე ისაუბრა, არსებითი მნიშვნელობა არ ექნებოდა. გუშინ - მოსამართლე ჩხიკვაძის პირით საუბრობდა ქართული ოცნება. გიგი უგულავა არც თუ შორეულ მომავალში იქნება კვლავ თავისუფალი" - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






