EPP უგულავას გათავისუფლებას მიესალმება: საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს მართლმსაჯულებას
პოლიტიკა - 21:36, 18 Sep, 2015     1732
ევროპის სახალხო პარტია (EPP) მიესალმება თბილისის ყოფილი მერის და საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის გიგი უგულავას გათავისუფლებას.

"გიგი უგულავას ხანგრძლივი პატიმრობა წარმოშობს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში სასამართლოს მუშაობაში მუდმივ პოლიტიკურ ჩარევასთან დაკავშრებით.

სამართლებრივი პროცესის გაწელვის მიუხედავად, მივესალმები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას, რომელმაც უგულავას წინასწარი პატიმრობა უკანონოდ და არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. თუმცა, შემაშფოთებელია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს განცხადებით, იგი და სასამართლოს სხვა მოსამართლეები იმყოფებიან ზეწოლის ქვეშ და იღებენ მუქარებს უგულავასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამო,” - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ჯოზეფ დოლმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას და მოერიდოს კანონის გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის, რათა ჩაახშოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და სხვა ოპოზიციური პარტიები.

"ევროპის სახალხო პარტია მოითხოვს, რომ ყველა პოლიტიკურმა პატიმარმა მიიღოს სამართლიანი და გამჭირვალე სასამართლო, იმის გათვალისწინებით, რომ ნაციონალური მოძრაობის კიდევ ორი ლიდერი - ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია - ციხეში რჩებიან,” - განაცხადა დოლმა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი საკუთარი მთავრობისგან ელის რეფორმების ჩატარებას ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად, და არა შურისძიების მცდელობებს.

"2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ევროპული და საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებით მიადევნებს თვალს ყოფილი თანამდებობის პირების და ოპოზიციის წევრების სასამართლო პროცესებს. ოპოზიციის განადგურება არ აქცევს საქართველოს უფრო ძლიერ ევროპელ პარტნიორად. მხოლოდ კორუფციასთან ბრძოლა, კანონის უზენაესობის პატივისცემა და დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობისთვის საშუალების მიცემა მიიყვანს საქართველოს უფრო ახლოს მისი ევროპული მისწრაფებების რეალიზებასთან. ევროპის სახალხო პარტია მუდმივად აპროტესტებდა დარღვევებს მართლმსაჯულების პროცესში, როგორც უგულავას საქმეში, ისევე სხვა, კვლავაც აქტუალურ, შემთხვევებში, როდესაც პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ გამოიყენება შერჩევითი სამართალი. ევროპის სახალხო პარტია აღნიშნავს, რომ შერჩევითი სამართლის გამოყენებით საქართველოს მთავრობა არღვევს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ეს ფაქტი არ დარჩება უშედეგოდ და უარყოფით გავლენას იქონიებს ევროკავშირთან ასოცირების პროცესზე და ქვეყნის ევროპულ პერსპექტივებზე", - დაასკვნა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ჯოზეფ დოლმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42