უგულავას თქმით მას არ სურს ვინმეზე იჭორაოს. მაგრამ საკუთარ შთაბეჭდილებებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ამ ინციდენტის შემდეგ ლაშა ჩხიკვაძემ სახე იცვალა და უფრო მოწყვლადი გახდა:
„მე არა ვარ ჭორიკანა ივანიშვილი და ჭორიკანა ღარიბაშვილი, რომლებიც ორღობის ჭორიკანასავით ვიღაცის ბედიღბალზე ჭორაობენ . ეს არ არის ჩემი სტილი და მე ასეთი რამე მძაგს. ეს არის ფაქტები, რომლებზეც დასკვნას ვერ გამოვიტან. მე შემიძლია ჩემი შთაბეჭდილება ვთქვა, რომ ამ ინციდენტის შემდეგ ამ ადამიანმა სახე იცვალა. მე ამის იქით ვერ წავალ. ფაქტია რომ ეს ადამიანი ამის შემდეგ გახდა მოწყვლადი. არ ვიცი ვინ იყო დამნაშავე, ეს იყო მძიმე შემთხვევა. მე მინდა რომ დავიჯერო, რომ ეს ადამიანი შეგნებულად ასე ფიქრობს და დღეს მიღებული გადაწყვეტილება ნამდვილად მისი გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ ასე არაა.“- განაცხადა გიგი უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






