როგორც დედაქალაქის ყოფილი მერი აცხადებს ეს ყველაფერი უკვე დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი, უბრალოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ივანიშვილის გეგმებში არეულობა შეიტანა.
უგულავას თქმით, მან არ ჩათვალა საჭიროდ სასამართლოს წინაშე საბოლოო სიტყვით წარმდგარიო, რადგან მოსამართლემ მას არ მისცა საშუალება ამისთვის მომზადებულიყო, რადგან განაჩენის გამოტანა ეჩქარებოდა.
„ძალიან მარტივი ლოგიკაა, როდესაც შენი მოსმენა არ სურთ, როდესაც წინასწარ განსაზღვრული აქვთ ყველაფერი და ეჩქარება ადამიანს, ის ფუჭი ლაპარაკით არ უნდა დაღალო. იმას ეჩქარება და ჩემი ლაპარაკისთვის სცხელა? მას ჩამოუყალიბეს უკვე ეს პოზიცია. მე დღეს აქ ვდგევარ შემთხვევით, იმიტომ რომ საქართველოში აღმოჩნდნენ მამაცი მოსამართლეები, რომლებმაც მიიღეს სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელმაც თავდაყირა დააყენა ეს ყველაფერი. ეს უნდა მომხდარიყო დღეს, ტურავა წესით ახლა უნდა კოტრიალობდეს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ უნდა ყოფილიყო. უბრალოდ არ გამოვიდა. ახლა უნდა ასიამოვნონ ივანიშვილი, ორი ვარიანტი იყო ან მზის ჩასვლამდე უნდა ესიამოვნებინათ, მზის ჩასვლამდე არ გამოდის, მაშინ მზის ამოსვლამდე როცა გაიღვიძებს. დღეს ღამე უნდა იყოს გადაწყვეტილება ან მაქსიმუმ დღეს დილით, ადვოკატს ასე უთხრა. არც სასამართლოს სახის შენარჩუნებას ცდილობენ და არც არაფერს. ბრალდებულის უზენაესი უფლებაა საბოლოო სიტყვა, მაგის საშუალებასაც არ გაძლევენ. მე შემეძლო პროცედურული ბრძოლა გამეგრძელებინა და გაიწელებოდა 6 საათამდე და მერე რა? ჩვენი ბრძოლა არ არის პროცედურული ბრძოლა. ჩვენი ბრძოლა არის გათავისუფლება აი ამ არაფორმალი, გავეშებული ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც სასამართლოს თავის სააქციო საზოგადოებად განიხილავს.“- განაცხადა გიგი უგულავამ.
უგულავა მის თანამოაზრეებს და გულშემატკივრებს მოუწოდებს ნებისმიერი განაჩენის შემთხვევაში სიმშვიდე შეინაჩუნონ და ხლისუფლებას არ მისცენ საბაბი, რომ ისინი კანონდარღვევაში დაადანაშაულონ.
„თუ საკუთარ თავს არ ვცემთ პატივს , ინსტიტუტებს მაინც შევუნარჩუნოთ სახე. ახლა აზრი არ აქვს მაგრამ სამომავლოდ. ეს არის ივანიშვილის კაპრიზები. შეგვიძლია ფსონები გამოვიდეთ, შეიძლება ერთ საქმეში გამამართლოს, მეორეში გამამტყუნოს. აქ ხომ დამნაშავის ძებნას მიზანი არ აქვს, მიზანი არის რომ უნდა ვიჯდე ციხეში, რომელიც ახლა გაუფუჭდათ. გინდა ცხრაკლიტულში გამომკეტოს მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ბიძინა ივანიშვილს ბრძოლა წაგებული აქვს და პერსპექტივა არ აქვს. ის არის დამთავრებული. ეს არის კონვულსიური, გიჟური მოქმედებები, რომელიც ჭკუიდან აღარ მოდის, ეს რეფლექსიებია. ამას კი ეწირება სასამართლოს, პროკურატურის, სახელმწიფოს რეპუტაცია. ამიტომ ეს ყველაფერი უნდა დავამთავროთ მშვიდად. რაც არ უნდა მოხდეს, მე ყველა ჩემს გულშემატკივარს მოგიწოდებთ, რომ ერთი ზედმეტი მოქმედება არ იყოს, რომ ამ ხალხს არ მივცეთ საბაბი , რომ თქვან რომ ესენი არ ემორჩილებიან კანონს. ჩვენ კანონს ვემორჩილებით და ვასრულებთ. ეს თქვენ გგონიათ რომ კანონის მიღმა და კანონის ზემოთ ხართ და შეგიძლიათ კანონს ყველაფერი გაუკეთოთ. ამას 2016 წლის არჩევნებზე დავუსვამთ წერტილს. ივანიშვილის მმართველობა დამთავრებულია, ლარის კურსთან ერთად მისი შეკავება არის შეუძლებელი. როგორც ესენი ლარის კურსს ვერ შეაკავებენ, ისე ვერავინ ვერ შეაკავებს ივანიშვილის წასვლას. ოღონდ უნდა წავიდეს მშვიდად და წყნარად, რომ ქვეყანამ ზარალი არ მიიღოს.“- აღნიშნა უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






