ვახტანგ რჩეულიშვილი თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას გათვისუფლებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ციხეში სტალინის მჯდარა და მამაჩემიც-საუკუნის ადვოკატი შალვა რჩეულიშვილი. მე ვლოცულობ პატიმრებზე, გარდა არაკაცებისა, ვისზეც ლოცვაც კი უხერხულია.
გიგი უგულავა ციხიდან გამოუშვეს და ისევ ციხე ემუქრება. გიგი მტრად მიმაჩნდა, მაგრამ დღეს ვილოცე მასზე და მის ოჯახზე, რათა უფალმა ანუგეშოს და ციხე მალე და საბოლოოდ დაეტოვებინოს. 2003 წ. „ ვერდების რევოლუციას“ მეც შევეწირე და მაშინ უწმინდესმა მითხრა- წადი შვილო სალოცავად იერუსალიმში და ილოცე არა მარტო მშვიდობისათვის შენს ოჯახისათვის და შენი ქვეყნისათვის , არამედ შენი მტრებისათვისაც- უწინარესად სააკაშვილზე, ჟვანიაზე და ბურჯანაძეზეო. გამიკვირდა ამას რომ მთხოვდა, მაგრამ ვილოცე თუ არა ჩემს მტრებზე, უცებ დავმშვიდდი და მას შემდეგ მტრადაც არ აღვიქვავდი მათ. ასე მოხდა დღეს გიგიზეც. მითუმეტს, როდესაც ვხედავ, რომ სააკაშვილის მინისტრებსა და ჩინოვნიკებზე უარესი რეგვენები მართავენ დღესაც ქვეყანას. იგივე დევნილთა სამინისტროს, რომელიც კორუფციის ნამდვილ ბუდედ იქცა და „ცენტრ- პოინტის“ მოგებულ ტენდერებს ართმევს, ოღონდ კი ჩვენს კონკურენტებს ასიამოვნოს მმართველი პარტიიდან. უნდა გვახსოვდეს, რომ პარტია ვერც აფუჭებს და ვერც ასწორებს ადამინს- პოლიტიკაში უკვე ჩამოყალიბებული ადამიანები მოდიან, ზოგიც კარგი და ზოგიც ცუდი. მაგრამ ის კი არ არის საზოგადოების მტერი, ვისაც საქმის კეთების დროს ეშლება და შეცდომები მოსდის, არამედ ის, ვინც არაფერს აკეთებს ქვეყნის გადასარჩენად! სამწუხაროდ ასეთები დღევანდელ ხელისუფლებაში უმრავლესობაა. თუკი ჩემი ლოცვა უშველის, დილის ლოცვაში არ მხოლოდ პატიმრებზე, ხელისუფლებაზეც ვლოცულობ (ტრადიციულად ეს დილის ლოცვების ერთ-ერთი ლოცვაა). თუმცა მხოლოდ მრევლის და თუნდაც მართლმადიდებლობის უდიდესი მლოცველის უწმინდესის ლოცვით საქართველო ვერ გადარჩება- ვიღაცამ ხელიც უნდა გაანძრიოს ამისათვის და უწინარესად თავად ხელისუფლებამ", - წერს რჩეულიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






