საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მოსამართლეებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით პაპუაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე მიაწოდა დიპლომატიურ კორპუსს და შინაგან საქმეთა მინისტრს.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით გიორგი მღებრიშვილს გუშინ ესაუბრა.
კონრეტულად ვინ ახორციელებს ზეწოლას, პაპუაშვილი არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ ეს გამოძიების საქმეა.
„მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა, გახშირდა ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე და მათ ოჯახებზე. ცალკეული პირები მათ საცხოვრებელ სახლებთან იკრიბებიან. ისმის მუქარის შემცველი განცხადებები. მე პირდაპირ მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ადეკვატური და დროული რეაგირება მოახდინონ აღნიშნულთან დაკავშირებით. ასევე, მინდა მოვუწოდო პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც სასამართლოს შიდა პროცედურულ საკითხებთან არის დაკავშირებული. ზეწოლის მცდელობები არის ჩემი მისამართითაც. მიმაჩნია, რომ ეს ხელს უშლის სასამართლოს მუშაობას და აზიანებს ქვეყნის პრესტიჟს“, - ამბობს პაპუაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






