პირველკლასელების კერძო სკოლიდან საჯაროში გადაყვანა შეუძლებელი გახდება
პოლიტიკა - 18:55, 18 Sep, 2015     5823

საქარველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „ნიუპოსტს“ დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ უწყებაში ახალ რეგულაციაზე მუშაობენ, რომლის ძალაში შესვლისთანავე პირველკლასელების კერძო სკოლიდან საჯარო სკოლაში გადაყვანა შესაძლებელი აღარ იქნება.

სანიკიძის უწყების პრესსამსახურში დღეს დამატებითი დეტალებზე საუბარი არ ისურვეს და გვითხრეს, რომ დოკუმენტი "თითქმის დამტკიცებულია და სავარაუდოდ ორშაბათს შევა ძალაში".

„პროექტი დასრულებულია... თითქმის მიღებულია. საუბარია იმაზე რომ პირველკსასელის გაყვანა შესაძლებელი არ იქნება პირველ წელსვე, როგორც ვიცი, მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გახდება შესაძლებელი ბავშვის კერძო სკოლაში გადაყვანა“,- უთხრეს „ნიუპოსტს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

ამასთან, ჩვენ განათლების სამინისტროს კულვარებში გავარკვიეთ, რომ რეგულაციის დაზუსტება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც გაირკვა, რომ იმ პირველკლასელთა მშობლები, რომლებმაც ასაკობრივი შეზღუდვის გამო შვილები კერძო სკოლაში მიიყვანეს, მასიურად ტოვებენ ფასიან კერძო სკოლებს და ბავშვები საჯარო სკოლებში შეჰყავთ.

ფაქტზე კომენტარი განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრს, დიმიტრი შაშკინს ვთხოვეთ, რომელიც იმედოვნებს რომ ეს რომელიმე თანამშრომლის ახირებაა და არა სამინისტროს გადაწყვეტილება.

„დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაც გაუგებრობასთან გვაქვს საქმე. ფაქტი რომ მსგავსი იდეები არსებობს განათლების სამინისტროში, მეტყველებს იმაზე, რომ განათლების მინისტრი არის სრულიად არაადეკვატური. ეს არის სრული მარაზმი, დეგენერატიზმი, სხვა სიტყვას ვერ მოვუძებნი. უნდა გვესმოდეს რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანი არის თავისუფალი. დემოკრატიისა და ცივილიზებული ქვეყნის ერთ-ერთი ატრიბუტი და სიმბოლო არის თავისუფალი ადამიანი. თუ ვინეს ავადმყოფ თავში მწიფდება იდეა მსგავსი შეზღუდვების, ამას კრეტინიზმის მეტ კვალიფიკაციას ვერ მივცემ. დიდი იმედი მაქვს რომ ეს მხხოლოდ ავადმყოფი ჩინოვნიკის მოსაზრებაა და მის რეალიზებას ადგილი არ ექნება“,- განაცხადა განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა.

სანიკიძის უწყების ახალ რეგულაციაზე აქტიურად საუბრობენ კერძო სკოლების მშობლები, რომლებიც ფაქტის გამო გაღიზიანებას ვერ მალავენ.

„განათლების სამინისტროს ლოგიკით ჩემი შვილი რომელიც პირველ კლასშია და ჯერ 6 წლის არაა თუ არ იყო მზად პირველი კლასისთვის, მომავალ წელს იქნება მზად მე-2 კლასისთვის? თუ კერძო სკოლამ მიიღო და სასწავლო პროგრამას ნორმალურად ითვისებს, რატომ უნდა გახდეს პრობლემა მისი საჯარო სკოლაში გადაყვანა? თან კონკრეტულად პირველ კლასზე შეზღუდვა? რა საჭიროა ამდენი რეგულაციები. 6 წლამდე ბავშვებთან ბრძოლას სჯობია განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად იბრძოლონ“ - განუცხადა „ნიუპოსტს“ ერთ-ერთმა მშობელმა.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42