გიგი უგულავას განცხადებით პროკურორებს მიზნად აქვთ დასახული, რომ უგულავა დღის ბოლომდე დააპატიმრონ.
ამის შესახებ უგულავამ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ის დასკვნითი სიტყვის წარმოთქმას არ აპირებს.
„სასამართლოდ დღის წესრიგს გაუგებარი წარმონაქმნი მეჭიაური ადგენს. მე საბოლოო სიტყვის თქმას არ ვაპირებ. თუ განაჩენს ბრალდებულის დასკვნითი სიტყვის გარეშე გამოიტანენ, ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა. პროკურორებს მიზნად აქვთ დასახული, რომ ივანიშვილს მზის ჩასვლამდე ჩააბარონ პატაკი. მზის ჩასვლამდე იმიტომ, რომ მერე ის იძნებს“, - განაცხადა უგულავამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ტელეკომპანია იმედისა და რიყის გასხვისების საქმეზე გიგი უგულავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს შესვენება გამოცხადდა. სხდომა ნახევარ საათში განახლდება.
მასალის გამოყენების პირობები






