,,ხელისუფლება და გიგი უგულავას გათავისუფლება... დემოკრატიის დესერტი“ - ნესტან კირთაძე
სოც.მედია - 15:15, 18 Sep, 2015     2155
,,დემოკრატიის დესერტი ყოველთვის ტკბილი არ არის...“ - ამ სათაურით ეხმიანება ,,ქართულ-აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობის” პრეზიდენტი, პროფესორი ნესტან კირთაძე, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას გათავისუფლებას.

,,დემოკრატიის დესერტი,

რომელიც ყველსათვის ტკბილი არ არის

თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას გათავისუფლებასთან დაკავიშერებით ემოციური დისკუსიები არ ცხრება.

ეს ნორმალურია.

ფაქტია, რომ უამრავი გამოწვევების წინაშე მდგომმა საქართველომ, უკანასკნელი დღეების ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევას ადექვატურად უპასუხა_გადარჩა ინსტიტუციური დემოკრატიის საფუძვლები საქართველოში.

საკონსტიტუციო სასამართლო:

საკონსტიტუციო სასამართლო დიდი ხნის გარდაცვლილი იყო საქართველოში.

მისმა თავჯდომარემ კი, უკანასკნელად 2 -ჯერ შეგვახსენა თავი

ერთხელ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 წლისთავზე პრეზიდენტთან გამართულ საზეიმო მიღებაზე, და უკანასკნელად 2 დღის წინ , როდესაც უხერხული და სახიფათო გამოცდის წინაშე მდგომი ინსტიტუტი გადააარჩინა.

ეს გადარჩენილი ინსტიტუტი სჭირდება საქართველოს.

სჭირდება თითოეულ მოქალაქეს და რაც უფრო რაციონალურად გავიაზრებთ ამ ფაქტს, ბევრად უკეთესია ყველასათვის.

საქართველოს პრეზიდენტი და უგულავას გათავისუფლება

გიორგი მარგველაშვილმა გუშინ არა განსხვავებულ ემოციებს, არამედ დემოკრატიული დასავლეთის მოთხოვნებს გაუსწორა თვალი და კიდევ ერთი ქულა ჩაიწერა, როგორც ინსტიუტების დაცვის გარანტორმა ინსტიტუტმა.

პარლამენტის თავმჯდომარე და გიგი უგულავას გათავისუფლება

დავით უსუფაშვილი მუდამ კონფორმისტი კაცი იყო და ამ ნიშნით მიიწევდა წინ პოლიტიკური იერარქიის კიბეზე...

ამ დღეების მისი სტანდარტი, არაფრით განსხვავდება მოსამართლე ტურავას სტანდარტებისგან. სხვა კომენტარი, მასზე მხოლოდ ლირიკაა.

ფაქტი ერთია.

საქართველომ თვალი გაუსწორა ამ გამოწვევას, დემოკრატიული ინსტიტუტების შენარჩუნებას...

თვალი გაუსწორა ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებს და ბურთი გადაუგდო ემოციურ მოსახლეობას და ხელისუფლებას.

ხელისუფლება და გიგი უგულავას გათავისუფლება

ამ ფაქტით ხელისუფლებას, მინიმუმ, 2 მთავარ მომენტზე მოუწევს თვალის გასწორება:

1. დასავლეთმა, რომელმაც უზარმაზარი კონტრიბუცია ჩადო საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფორმირებისათვის, უმრავლესობად წოდებული პარლამეტის არითმეტიკული ჯამის ,, გადაწყვეტილებებზე'' არ შეაგდებს ახალი დემოკრატიის მომავალს და

2. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი:

ამ ფაქტის შემდეგ და ამიერიდან, უიმედოდ და უპერსპექტივოდ დარჩენილი საქართველოს მოსახლეობა კიდევ უფრო პრინციპული და მომთხოვნი იქნება ხელისუფლების მიმართ.

ასეთია დემოკრატიის დესერტი, რომელიც ყოველთვის და ყველასთვის ტკბილი არ არის.

წინ ცხელი შემოდგომა და მძიმე ზამთარია“ - წერს ნესტან კირთაძე სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42