„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ გიგი უგულავას გათავისუფლება ან უცხოური დაკვეთის შესრულებას უკავშირდება ან -ხელისუფლებასა და „ნაციონალებს“ შორის გარიგებას.
ამის შესახებ ბურჯანაძემ ჟურბალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ის ექსპრემიერს ბიძინა ივანიშვილს ხალხის მოტყუებაში ადანაშაულებს.
„ეს ან უცხოური დაკვეთის პირდაპირი შესრულება გახლავთ, ან გარიგება იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მობრუნდეს. ამ დღეებში განვითარებული მოვლენების შემდეგ დღეს და ხვალ როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები ამას მნიშვნელობა არ აქვს. ყველა შემთხვევაში პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქართველი ხალხი წარმატებით მოატყუა. ის და „ქართული ოცნება“, რომელიც საქართველოს მოსახლეობას სამართლიანობის აღდგენას ჰპირდებოდა, როგორც ახლა გამოჩნდა ამ პროცესის დაწყებას არც აპირებდა და მის შესრულებას ვერასოდეს შეძლებს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






