საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილემ კარლო ნატალე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს.
მისი თქმით, ამ მიმართულებით ბევრი კითხვები არსებობდა და ევროკავშირი, ამ და მსგავს მნიშვნელოვან პროცესებს ყოველთვის ყურადღებით დააკვირდება.
„საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინწინდელი გადაწყვეტილება იყო საკვანძო და ისტორიული. არსებობდა კითხვები, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ წყდებოდა ხოლმე ასეთი საკითხები. ეს გადაწყვეტილება მიგვანიშნებს იმას, რომ სასამართლო საქართველოში მიყვება სათანადო პრინციპებს. რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების აღსრულებას, ესიც საკმაოდ მალე მოხდა, დაახლოებით 24 საათში. მე არ მინდა შევიდე დეტალებში თუ რა პროცედურებით განხორციელდა ეს პრიოცესი, რადგან ეს თავად საქართველოს სასამართლოს გადასაჭრელი საითხია. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ფუნდამენტურ პრინციპს, სათანადო პროცედურების დაცვას და ეს პრინციპი მოქმედებს ყველა ევროპულ სახელმწიფოში და ჩვენ მივესალმებით ამას“, - განაცხადა კარლო ნატალემ.
მასალის გამოყენების პირობები






