საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსამართლეთა კორპუსს მიმართა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, ბოლო დროს ადგილი ჰქონდა სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობას ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სპექტრის და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან.
პრეზიდენტი მოსამართლეთა კორპუსს მხარდაჭერას უცხადებს.
"მიუკერძოებელი, პოლიტიკურად ნეიტრალური, მხოლოდ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სასამართლოს ფორმირება ქართველი ხალხის ურყევი ნებაა. ამ პროცესს დაცვა, გაფრთხილება და განმტკიცება სჭირდება.
ბოლო დღეების განმავლობაში ადგილი ჰქონდა სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობას, როგორც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სპექტრის, ასევე, უცხო ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლის - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან.
ასეთი პოლიტიკური ვნებათაღელვის ფონზე მხარდაჭერას ვუცხადებ მთელ სასამართლო კორპუსს და მომავალშიც ვადასტურებ ჩემი და საზოგადოების თანადგომას დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების ამ რთულ გზაზე,"- ნათქვამია მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები






