პოლიტიკა თუ ჭიდაობა - „უგულავას ციხეში შებრუნება ხელისუფლების სრული მარცხი იქნება“
პოლიტიკა - 12:30, 18 Sep, 2015     4041
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გიგი უგულავას კიდევ ერთხელ შესაძლო დაპატიმრებას „ნიუპოსტთან“ აფასებს.

ხუხაშვილი თქმით, გუშინ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მთავარობას ერთი რაუნდი მოუგო, ხოლო დღეს თუ ყოფილ მერს კვლავ გაუშვებენ საპატიმროში ეს „ქართული ოცნების“ სრული ფიასკო იქნება.

„პოლიტიკურად ეს რაუნდი ხელისუფლებამ "ნაციონალურ მოძრაობასთან" წააგო. მოცემულობა დღეს ასეთია: გიგი უგულავა ან ბრუნდება მატროსოვზე ან არა. ხელისუფლების წაგების ხარისხი იქნება ძალიან მძიმე თუ თბილისის ყოფილი მერი წავა წიხეში. უგულავას საბყრობილეში შებრუნების შემთხვევაში საგარეო განწყობები არ იქნება ხელისუფლებისთვის სახარბიელო. ძნელი იქნება დასავლეთისთვის იმის ახსნა, რომ ერთი მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით პირი გათავისუფლდა, მეორე დღეს კი მას კვლავ აპატიმრებენ. ქვეყნის შიგნით დაკავების ახსნა მეტ-ნაკლებად შესაძლებელი იქნება, მაგრამ უცხოელებისთვის, რომლებიც ლუპაში არ იხედება, ამის ახსნა ძალიან რთული იქნება“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

„ნიუპოსტმა“ პოლიტოლოგს უმრავლესობის დეპუტატის, თამაზ მეჭიაურის განცხადების კომენტირება სთხოვა, რომლის მიხედვითაც „უგულავას გათავისუფლება ნაციომალების მხოლოდ რამდენიმე საათიანი ზეიმია“.

„თუ ხელისუფლებაში პოლიტიკა მეტ-ნაკლებად ესმით, მაშინ ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ. უგულავას ციხეში შებრუნება ხელისუფლების კიდევ უფრო დიდი წაგებაა. ამ პოლიტიკურ კარტს ნაციონალური მოძრაობა ძალიან კარგად გაათამაშებს. ვინც ამბობს, რომ რამდენიმე საათი და უგულავას ციხეში შევაბრუნებთ მას პოლიტიკა უბრალოდ არ ესმის და ის უყურებს ამას ტექნიკურად, ჭიდაობის პრინციპით, პოლიტიკა არ არის ჭიდაობა."- განაცხადა ხუხაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42